მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე მისაღები ინგლისური ენის (B1) გამოცდის შედეგები

ახალი ამბები

ინგლისური ენის B1 დონის 8 იანვრის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდის შედეგები იხილეთ აქ.

საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური და გერმანული ენების გამოცდების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოთ 2019 წლის 9 და 10 იანვარს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

მნიშვნელოვანია! ინგლისური/გერმანული ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

ინგლისური ენის გამოცდაში გამსვლელი ქულის (60 და მეტი) დაგროვების შემთხვევაში აპლიკანტი გადადის მე-3 ეტაპზე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ლელა ბერიძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე
ელფოსტა: [email protected]
ტელ.: 2 22 00 09 (206)

ბანერები