ჰუმანიტარული მეცნიერებები: ისტორია
პროგრამის მიზანი:
- შეასწავლოს სტუდენტს მსოფლიოს ცივილიზაციების წარსული და განვითარების ისტორია;
- მისცეს მას ფართო ცოდნა საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის შესახებ;
- განუვითაროს მას ისტორიული წყაროების ანალიზისა და კრიტიკული შეფასების, მათი კულტურულსა და ისტორიულ ჭრილში განხილვის, კომენტირებისა და ინტერპრეტაცის უნარი;
- წარმოაჩინოს ისტორია, ერთის მხრივ, როგორც კვლევის დარგი და მეორეს მხრივ, როგორც წარსულის “ფაქტების” ტენდენციური და მიზანმიმართული კონსტრუირება პოლიტიკური ელიტის ინტერესების თუ საზოგადოების აწმყოს მოთხოვნების შესაბამისად;
- ხელი შეუწყოს სამოქალაქო ცნობიერების, სოციალური ერთიანობის, ნაციონალური, კულტურული და რეგიონული იდენტობის ჩამოყალიბებას, კულტურული და მსოფლმხედველობრივი მრავალფეროვნების გააზრებასა და პატივისცემას.
სწავლების მეთოდოლოგია:
ვერბალური მეთოდი; პრაქტიკული მეთოდი; ელექტრონული სწავლების ელემენტები; დემონსტრირების მეთოდი; დისკუსია/დებატები; გონებრივი იერიში; ჯგუფური მუშაობა ; საველე გასვლები
დასაქმების სფეროები:
- მუზეუმები, არქივები;
- საგამომცემლო დაწესებულებები: რედაქციები, გამომცემლობები;
- ტურიზმის სფეროს ორგანიზაციები;
- შესაბამისი პროფილის საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორი;
- კულტურის სამინისტრო, რეგიონული და მუნიციპალური განყოფილებები;
- კულტურული პროექტები.
კურიკულუმის აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.
მოდულის სახელწოდება | ECTS კრედიტი |
საუნივერსიტეტო საბაზო მოდული | 60 |
ძირითადი (major) პროგრამა | 120 |
მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები) | 60 |