მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროგრამის აღწერა

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია არა ხელოვნების რომელიმე ერთი დარგის, არამედ რამდენიმე მომიჯნავე და ურთიერთთავსებადი დარგის კომბინირებული სწავლება. ამასთან, საბაკალავრო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა დარგობრივი კომპოზიციების ანალიტიკურ ასპექტს და შემოქმედებითი უნარების განვითარებას:

  • პროგრამის მიზანია, სტუდენტს გამოუმუშაოს იდეების, კონცეფციებისა და პროექტების შემუშავებისა და კონკრეტულ პროდუქტად ჩამოყალიბების შემოქმედებითი უნარი, აბსტრაქტული აზროვნება და ესთეტიკური გემოვნება;
  • პროგრამის მიზანია, სტუდენტმა შეძლოს, ერთიან კონტექსტში განიხილოს პროგრამით გათვალისწინებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მომიჯნავე დარგები.

→ მიმართულება კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა

  • პროგრამის მიზანია  სტუდენტს შეასწავლოს კომპიუტერული დიზაინის შემდეგი გრაფიკული პროგრამები - Corel Draw, Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Adobe Indesign, Adobe Flash,  3D MAX და მათში მუშაობის წესები
  • პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს დაზგური გრაფიკის შემდეგი სახეობების - ლინოგრავიურა, გრავიურა მუყაოზე, მონოტიპია, ქსილოგრაფია, ოფორტი (მშრალი ნემსი, მოწამლული შტრიხი, მეცოტინტო, აკვატინტა) ძირითადი მახასიათებლები, მათი შესრულების კომპოზიციური და ტექნოლოგიური თავისებურებები
  • პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს პლაკატის ხელოვნებისა და წიგნის გრაფიკის კომპოზიციური თავისებურებები და ხელნაკეთი ქართული და ლათინური შრიფტების შესრულების ტექნოლოგიური წესები.

→ მიმართულება მოდის, მხატვრული ტექსტილისა და ფეხსაცმლის დიზაინი

  • პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ნებისმიერი სირთულის საავტორო ანსამბლის ესკიზირების პრინციპები და სხვადასხვა სირთულის ანსამბლისთვის ტანსაცმლის კონსტრუირების საფუძვლები
  • პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს მხატვრული ტექსტილის დიზაინის ყველა სახეობის (ბატიკა, თექა, გობელენი, ხალიჩა და სხვა) კომპოზიციური თავისებურებები და მათი შესრულების ტექნოლოგიური წესები;
  • პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ფეხსაცმლის დიზაინის კომპოზიციური თავისებურებები და სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციისა (თარგის) და მოდელის მასალაში შესრულების ტექნოლოგიური წესები.

→ მიმართულება ინტერიერისა და ექსტერიერის მონუმენტური მოხატვის, კერამიკისა და მხატვრული მინის დიზაინი

  • პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს მონუმენტური მოხატვისა და მონუმენტური კერამიკის კომპოზიციის სხვადასხვა/მრავალგვარი სახეობების კომპოზიციური თავისებურებები და მათი შესრულების ტექნოლოგიური და ტექნიკური წესები;
  • პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს მხატვრული მინის დიზაინის მრავალგვარი სახეობების - მინის სუვენირები, ტიხარი მინაში, მინის დეკორატიული პანო, მინის დეკორატიული ქანდაკება, ტიფანის ტექნიკა, მინის მონუმენტური ფორმები ინტერიერისა და ექსტერიერისთვის - კომპოზიციური თავისებურებები და მათი შესრულების ტექნოლოგიური და ტექნიკური წესები;
  •  პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის კომპოზიციის შესრულების სპეციფიკა და აგების პრინციპების ინტერიერისა და ექსტერიერისთვის დამახასიათებელი დეტალების გამოყენებით კომპიუტერულ პროგრამაში ArchiCAD

სწავლების მეთოდოლოგია:

ლექცია, პრაქტიკუმი, ჯგუფური მუშაობა, ინდივიდუალური მუშაობა ცალკეულ სტუდენტთან, საშინაო დავალება, დამოუკიდებელი მუშაობა, პრეზენტაცია, დისკუსია

დასაქმების შესაძლებლობები:
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:
სხვადასხვა ტიპის დარგობრივი საწარმოები, სარეკლამო ბიზნესი, დიზაინერული კომპანიები, გამომცემლობები, მასმედია, ფეხსაცმლისა და ტექსტილის საწარმოები, სამოდელო სახლები და ატელიეები, სამშენებლო-სარემონტო კომპანიები, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახური, სამკერვალო სალონები, კერძო და სახელმწიფო საწარმოები, საიუველირო სალონები, საიუველირო ქარხანა, სამინანქრო სახელოსნოები, კერძო ბიზნესი

კურიკულუმის აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები