ჰუმანიტარული მეცნიერებები
ჰუმანიტარული მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობები: ანგლისტიკა, გერმანისტიკა, ესპანისტიკა, საფრანგეთისმცოდნეობა, იტალიისმცოდნეობა, სლავისტიკა, აღმოსავლეთმცოდნეობა, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა, ლიტერატურათმცოდნეობა, ქართული ფილოლოგია)
პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შეუძლია, აირჩიოს ერთ-ერთი მიმართულება და შეისწავლოს შესაბამისი დარგის ფუნდამენტური ცნებები, დებულებები და თეორიები.
პროგრამის მიზანია:
- გააცნოს მას მსოფლიოს ცივილიზაციების წარსული და განვითარების ისტორია, ამ ცივილიზაციების აზროვნება გადმოცემული მათ შემოქმედებითსა და ენობრივ პროდუქციაში; მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის, არქეოლოგიის, ხელოვნების, კინოს, ლიტერატურის ან ენების უმნიშვნელოვანესი ასპექტების შესახებ; განუვითაროს მას ისტორიული წყაროების, არქეოლოგიური ძეგლების, ლიტერატურული ნაწარმოებების, სახვითი ხელოვნების ნიმუშების, კინოშედევრების, ენობრივი წარმონაქმნების – ტექსტებისა და დისკურსების ანალიზისა და კრიტიკული შეფასების, მათი კულტურულსა და ისტორიულ ჭრილში განხილვის და კომენტირების უნარი; ასევე შეასწავლოს სტუდენტს თანამედროვე არქეოლოგიური კვლევა-ძიების თეორიები, მეთოდები და ტექნოლოგიები;
- აუმაღლოს სტუდენტს კულტურათშორისი ცნობიერება და მოამზადოს იგი შუამავლობისთვის უცხო და მშობლიურ კულტურებს შორის; შეასწავლოს სტუდენტს ერთ-ერთი ევროპული ენა – ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, ესპანური და იტალიური (მხოლოდ დამატებითი სპეციალობის ფარგლებში) და მისი აგებულება მაღალ დონეზე, მისცეს მას ფართო ცოდნა კონკრეტული ქვეყნის საზოგადოებაზე, მის ისტორიაზე, ფასეულობებზე, კულტურასა და ლიტერატურაზე;
- შეასწავლოს სტუდენტს ერთ-ერთი აღმოსავლური ენა (სპარსული / ებრაული / არაბული / თურქული) საშუალო დონეზე და მისცეს მას ფართო ცოდნა შესაბამისი ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ლიტერატურის შესახებ;
- გააცნოს მას ევროპასა და საქართველოში მიმდინარე კულტურული პროცესები სხვადასხვა დისციპლინის (ისტორიისა და კულტურის მეცნიერებების, ხელოვნებათმცოდნეობის, ლიტერატურათმცოდნეობისა და ენათმეცნიერების) პერსპექტივიდან;
- ხელი შეუწყოს სამოქალაქო ცნობიერების, სოციალური ერთიანობის, ნაციონალური, კულტურული და რეგიონული იდენტობის ჩამოყალიბებას, კულტურული და მსოფლმხედველობრივი მრავალფეროვნების გააზრებასა და პატივისცემას.
დასაქმების შესაძლებლობები:
- საერთაშორისო-კულტურული ურთიერთობები – საელჩოს/საკონსულოს თანამშრომლად
- საერთაშორისო ორგანიზაციები, ფონდები
- სოციალურ-ჰუმანიტარული და ბიზნესის სფეროები – თარჯიმან-რეფერენტად
- საჯარო სექტორი: საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტრო
- კულტურული ტურიზმი
- კერძო სექტორი
- არასამთავრობო სექტორი
- საგამომცემლო დაწესებულებები: რედაქციები, გამომცემლობები
- მასობრივი მედია და ჟურნალისტიკა: უცხოენოვანი გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო და ახალი მედიები
- განათლების სფერო (განათლების მიმართულებიდან მეორე პროგრამის არჩევის შემთხვევაში)
- გალერეები, მუზეუმები, არქივები, ხელოვნების აუქციონები
- საარქივო, საბიბლიოთეკო სფერო
- საჯარო სექტორი
- კულტურის სამინისტრო, რეგიონული და მუნიციპალური განყოფილებები
- კულტურული პროექტები
- ხელოვნების აუქციონები
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროები
- მასობრივი მედია და ჟურნალისტიკა: გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო, და ახალი მედიები
- ფესტივალები
- ხელოვნების მოკლევადიანი და ხანგრძლივი პროექტები
- შოუბიზნესი
- ხელოვნების მოკლევადიანი და ხანგრძლივი პროექტები
- კინოთეატრები
- კინოწარმოება
- კინოსტუდიები
- კინოფესტივალები
- კინოცენტრი
- კინოარქივები
- სარეკლამო ბიზნესი
- საპროდიუსერო სამსახური
- მთარგმნელობითი სფერო
კურიკულუმის აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.
მოდულის სახელწოდება | ECTS კრედიტი |
საუნივერსიტეტო საბაზო მოდული | 60 |
ძირითადი (major) პროგრამა | 120 |
მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები) | 60 |