თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ისტორიის მაგისტრი / The Degree of Master of History
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ინგლისური ენის გამოცდა (ტესტი, B2 დონე) და შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდა
სწავლის საფასური: სწავლის წლიური საფასური პროგრამაზე შეადგენს 2250 ლარს.
სტიპენდია: კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდია.
პროგრამის აღწერა
სამაგისტრო პროგრამა „თანამედროვე საქართველოს ისტორია“ იქნება ორენოვანი – ქართული და ინგლისური. მასში გაერთიანებულია მსოფლიოს მასშტაბით თემის გარშემო არსებული საუკეთესო ინტელექტუალური ცოდნა. პროგრამაზე ასწავლიან დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი უნივერსიტეტების კურსდამთავრებული დოქტორები.
პროგრამაზე სწავლებისას გამოიყენება თანამედროვე საერთაშორისო ლიტერატურა და ქართველ მეცნიერთა საუკეთესო ნაშრომები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წყაროებზე მუშაობისა და კვლევის კომპონენტებს.
პროგრამის კურსდამთავრებულები თავისუფლად შეძლებენ მშობლიურ და უცხო ენებზე კვლევების წარმოებას, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას, სამეცნიერო სტატიების რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებას, დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის დასავლურ უნივერსიტეტებში გაგრძელებასა და დასაქმების კონკურენტუნარიან ბაზარზე თავის დამკვიდრებას.
სამაგისტრო პროგრამა „თანამედროვე საქართველოს ისტორია“ ითვალისწინებს საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის შესწავლას ტრანსნაციონალურ და რეგიონულ ჭრილში. საკითხები განხილული და დანახული იქნება მსოფლიოსა და სამეზობლოში მიმდინარე პროცესების პარალელურად. გარდა თეორიული ცოდნისა, თითოეულ სილაბუსში გათვალისწინებულია კვლევის კომპონენტი. სტუდენტები გაივლიან პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაძენად აუცილებელ კურსებს (საარქივო საქმე, კვლევის დიზაინი და ა.შ.).
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე დაიშვება აპლიკანტი მის მიერ საერთო სამაგისტრო და უნივერსიტეტის შიდა გამოცდებისა (ტესტირება ინგლისურ ენაში და ზეპირი გამოცდა, B2 დონე 71+ ქულით) და გასაუბრების ჩაბარების შემდეგ.
მიზანი:
სამაგისტრო პროგრამის მიზანია აღზარდოს მკვლევართა ახალი თაობა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო ისტორიოგრაფიის მიღწევების შესწავლას, ახალი და უახლესი ისტორიის მიმართულებით კვლევების წარმოებასა და ინტერნაციონალიზაციას.
დასაქმების სფეროები:
პროგრამის კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს როგორც საჯარო და კერძო სექტორში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში, არქივებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში და ა.შ.
ამასთან პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა განაგრძოს დოქტორანტურაში.
ინფორმაციის განახლების თარიღი: 29 ივნისი, 2020
საკონტაქტო ინფორმაცია:
ბექა კობახიძე
პროგრამის ხელმძღვანელი
✉ beka.kobakhidze@iliauni.edu.ge
ნათია ბურჯანაძე
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზირი 32, ოთახი A 201
☏ (+995 32) 222 00 09 (204)
✉ natia.burjanadze@iliauni.edu.ge
ირაკლი ირემაძე
პროგრამის კოორდინატორი
✉ irakli.iremadze@iliauni.edu.ge