მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

რონალდ სუნი

რონალდ გრიგორ სუნი

რონალდ გრიგორ სუნი არის მიჩიგანის უნივერსიტეტის უილიამ სეველ უმცროსის დამსახურებული პროფესორი ისტორიის მიმართულებით, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი პოლიტიკის მეცნიერებისა და ისტორიის მიმართულებით და სანკტ პეტერბურგის (რუსეთი) ნაციონალური კვლევითი უნივერსიტეტის „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ უფროსი მკვლევარი. იგი კომპოზიტორისა და ეთნომუსიკოლოგის, გრიკორ მირზაიან სუნის შვილიშვილია.

სუორთმორის კოლეჯისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რონალდ სუნი ასწავლიდა ობერლინის კოლეჯში (1968-1981) დაიყო ისტორიის მოწვეული პროფესორი კალიფორნიის უნივერსიტეტსა (ირვინი, 1987) და სტენფორდის უნივერსიტეტში (1995-1996). იგი მიჩიგანის უნივერსიტეტში მანუგიანის სომხეთის ახალი ისტორიის კათედრის პირველ ხელმძღვანელად აირჩიეს (1981-1995), სადაც დააფუძნა და უძღვებოდა არმენოლოგიის პროგრამას. 2005-2015 წლებში იყო ჩარლზ ტილის პროფესორი სოციალური და პოლიტიკის ისტორიის მიმართულებით მიჩიგანის უნივერსიტეტში, 2019-2012 წლებში კი ხელმძღვანელობდა აიზენბერგის ისტორიული კვლევების ინსტიტუტს.

სუნი არის ავტორი წიგნიბისა: The Baku Commune, 1917-1918: Class and Nationality in the Russian Revolution („ბაქოს კომუნა, 1917-1918: კლასი და ეროვნება რუსეთის რევოლუციის დროს“) (Princeton University Press, 1972) ; Armenia in the Twentieth Century („სომხეთი მეოცე საუკუნეში“) (Scholars Press, 1983); The Making of the Georgian Nation („ქართველი ერის ჩამოყალიბება“) (Indiana University Press, 1988, 1994); Looking Toward Ararat: Armenia in Modern History („მზერა არარატისკენ: სომხეთი ახალ ისტორიაში“) (Indiana University Press, 1993); The Revenge of the Past: Nationalism, Revolution, and the Collapse of the Soviet Union („წარსულის შურისძიება: ნაციონალიზმი, რევოლუცია და საბჭოთა კავშირის დაშლა“) (Stanford University Press, 1993); The Soviet Experiment: Russia, the USSR, and the Successor States („საბჭოთა ექსპერიმენტი: რუსეთი, საბჭოთა კავშირი და მისი მემკვიდრე ქვეყნები“) (Oxford University Press, 1998, 2011); და “They Can Live in the Desert But Nowhere Else:” A History of the Armenian Genocide („მათ შეუძლიათ იცხოვრონ უდაბნოში, მაგრამ სხვაგან არსად“: სომხების გენოციდის ისტორია“) (Princeton University Press, 2015). სუნის რედაქტორობით გამოიცა: Transcaucasia, Nationalism and Social Change: Essays in the History of Armenia, Azerbaijan, and Georgia („ამიერკავკასია, ნაციონალიზმი და სოციალური ცვლილება: სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ისტორიის ნარკვევები“) (Michigan Slavic Publications, 1983; University of Michigan Press, 1996) The Structure of Soviet History: Essays and Documents („საბჭოთა ისტორიის სტრუქტურა: ნარკვევები და დოკუმენტები“) (Oxford University Press, 2003, 2013), და The Cambridge History of Russia, III: The Twentieth Century („რუსეთის ისტორია III: მეოცე საუკუნე“) (Cambridge: Cambridge University Press, 2006); იგი არის თანარედაქტორი წიგნებისა: Party, State, and Society in the Russian Civil War: Explorations in Social History („პარტია, სახელმწიფო და საზოგადოება რუსეთის სამოქალაქო ომში: სოციალური ისტორიის კვლევები“) (Indiana University Press, 1989); The Russian Revolution and Bolshevik Victory: Visions and Revisions („რუსეთის რევოლუცია და ბოლშევიკების გამარჯვება: ხედვები და რევიზიები“) (D. C. Heath, 1990); Making Workers Soviet: Power, Culture, and Identity („მუშების გასაბჭოება: ძალაუფლება, კულტურა და იდენტობა“) (Cornell University Press, 1994); Becoming National („ეროვნულობის ფორმირება“ (Oxford University Press, 1996); Intellectuals and the Articulation of the Nation („ინტელექტუალები და ერის არტიკულაცია“) (University of Michigan Press, 1999); A State of Nations: Empire and Nation-making in the Age of Lenin and Stalin („ერების სახელმწიფო: იმპერია და ერების ფორმირება ლენინისა და სტალინის ეპოქაში“) (Oxford University Press, 2001); და A Question of Genocide: Armenians and Turks at the End of the Ottoman Empire („გენოციდის საკითხი: სომხები და თურქები ოტომანების იმპერიის ბოლო პერიოდში“) (New York: Oxford University Press, 2011). ამჟამად სუნი მუშაობს წიგნზე „რუსეთის იმპერიები“ (თანაავტორი), ასევე სტალინის ბიოგრაფიის ორტომეულსა და საბჭოთა ისტორიის ისტორიოგრაფიულ ნარკვევებზე.

სუნის პროფესიული ბიოგრაფია ასევე მოიცავს არმენოლოგიის საზოგადოების თავმჯდომარეობას და სამეცნიერო ჟურნალების Slavic Review, International Labor and Working-Class History, International Journal of Middle East Studies, The Armenian Review, Journal of the Society for Armenian Studies, Armenian Forum, და Ab Imperio-ს რედკოლეგიის წევრობას. 2006 წლიდან არჩეულია სლავისტიკის განვითარების ამერიკული ასოციაციის პრეზიდენტად. სუნიმ მონაწილოება მიიღო შემდეგ სატელევიზიო გადაცემებში: McNeil-Lehrer News Hour, CBS Evening News, CNN, Voice of America, and National Public Radio. მისი პუბლიცისტური წერილები გამოქვეყნდა სხვადახვა პერიოდულ გამოცემაში, მათ შორის: New York Times, The Washington Post, The Los Angeles Times, The Nation, New Left Review, Dissent.
სუნი ორჯერ იყო სტენფორდის ბიჰევიორული მეცნიერებების მოწინავე/პერსპექტიული კვლევების ცენტრის სტიპენდიანტი (2001-2002, 2005-2006) და მოიპოვა როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ნაციონალური გრანტი, ისე ჯონ საიმონ გუგენჰაიმის მემორიალური ფონდის სტიპენდია. 2005 წელს ახლო აღმოსავლეთის ასოციაციამ პროფესორი სუნი და პროფესორი ფატმა მუგე გოჩეკი (მიჩიგანის უნივერსიტეტი) სომხების გენოციდის შემდგომი შესწასვლის მიზნით სომეხი და თურქი მეცნიერების გაერთიანებაში შეტანილი წვლილისათვის აკადემიური თავისუფლების პრემიით დააჯილოვა. 2013 წელს სუნის მიენიჭა სლავისტიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ევრაზიის კვლევების ასოციაციის ჯილდო გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, 2014 წელის კი - ბერლინის ამერიკის აკადემიის პრიზი და ანა-მარია კელენის სტიპენდია.

პროფესორ სუნის სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის არარუსული, კერძოდ, სამხრეთ კავკასიის ერების (სომხების, აზერბაიჯანელებისა და ქართველების) კვლევებს - ე.წ. „ნაციონალურ საკითხს“, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იგნორირებული იყო გორბაჩოვის პერიოდამდე, როცა პერიფერიის ხალხების მობილიზება გამოიკვეთა. სუნის მიზანი იყო რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის ისტორიის შესწავლა არარუსი მოსახლეობის ფაქტორის გათვალისწინებით, კერძოდ, მულტინაციონალიზმისა და იმპერიალისტური და ერების ფორმირების პროცესების როლის შესწავლა ამ უზარმაზარი სახელმწიფოსა და მისი საზოგადოების ფორმირებაში. აქედან გამომდინარე, სუნის სამეცნიერო ინტერსები ასევე მოიცავს იმპერიებისა და ერების კვლევის ზოგად საკითხებს, ისტორიოგრაფიას, სოციალური და კულტურის ისტორიის კვლევის მეთოდოლოგიას და ისტორიკოსების ტრაციდიული პრობლემატიკის დაკავშირების მცდელობას სხვა სოციალური მეცნიერებების მეთოდოლოგიასთან და მოდელებთან, რაც, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ რთული გამოწვევაა.

რონალდ სუნის ჰყავდა მეუღლე - პიანისტი არმენა მარდეროსიანი (1949-2012), ვაჟი - გრიქორ მარტიროს სუნი (1978-1980), ჰყავს ქალიშვილები - დოქტორი სევან სირანუშ სუნი და ანუშ თამარ სუნი.

აფილიაცია

  • პოლიტიკური მეცნიერებები

სამეცნიერო სფეროები

  • რუსეთის, სომხეთის, კავკასიის ისტორია
  • ნაციონალიზმი
  • იმპერია
  • ეთნიკური კონფლიქტი, გენოციდი

რჩეული შრომები:
წიგნები

  • (2010) The Soviet Experiment
  • (1994) The Making of the Georgian Nation
  • (1972) The Baku Commune, 1917-1918
ბანერები