მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საზოგადოებრივი ურთიერთობები

სიახლე - საზოგადოებრივი ურთიერთობები

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: A
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა.რეზიუმე (CV) 

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საზოგადოებრივი ურთიერთობების მაგისტრი

მოკლე აღწერა:

სამაგისტრო პროგრამის მიზანია შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში ისეთი კადრების მომზადება, რომლებიც ორგანიზაციული კონტექსტისგან დამოუკიდებლად შეძლებენ ორგანიზაციებისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და ტაქტიკის განსაზღვრას, ასევე - ორგანიზაციების შიდა და გარე კომუნიკაციის წარმართვას, დარგში არსებული უახლესი ტენდენციებისგათვალისწინებით.

პროგრამა შემუშავებულია გერმანიის ქემნიცის ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და აშშ-ის სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტში არსებულ ანალოგიურ პროგრამებზე დაყრდნობით, აკადემიური პერსონალის გამოცდილების საფუძველზე.

დასაქმების სფეროები:

კურსდამთავრებულს შეეძლება:

  • იმუშაოს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებსა და კომუნიკაციის სპეციალიზებულ სააგენტოებში;
  • სწავლა განაგრძოს შემდგომ აკადემიურ საფეხურზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ზვიად ზალიკიანი
➳ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი
☏ (+995 32) 222 00 09 (207)
➳ ჭავჭავძის 32, ოთახი A202
✉ zviad.zalikiani.1@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები