მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაცია

ჩატარებული კონფერენციები:

  • 2010 წელი _ სემიოტიკის 1-ლი სამეცნიერო კონფერენცია, თემა: ზღვა ენასა და კულტურაში, ზღვის სემიოტიკა (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • 2011 წელი _ სემიოტიკის მე-2 სამეცნიერო კონფერენცია, თემა: დროის სემიოტიკა _აღქმები: ქართული დრო და ევროპული სივრცე” (ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • 2012 წელი _ სემიოტიკის მე-3 სამეცნიერო კონფერენცია, თემა: გზა ენასა და კულტურაში (თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • 2013 წელი - სემიოტიკის მე-4 სამეცნიერო კონფერენცია, სივრცის სემიოტიკური პერსპექტივები, სივრცის სემიოტიკა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • 2014 წელი - სემიოტიკის მე-5 სამეცნიერო კონფერენცია, თემა: მეტაფორების სამყარო და სამყარო მეტაფორებში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • 2015 წელი - სემიოტიკის მე-6 სამეცნიერო კონფერენცია, თემა: ქალაქის სემიოტიკა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • 2016 წელი სემიოტიკის მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, თემა: ქაოსისა და კოსმოსის სემიოტიკა (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

სემიოტიკის კვლევის ცენტრის მიერ გამოიცემა პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი ”სემიოტიკა”. 2016 წლის ჩათვლით გამოცემულია 16 ნომერი.

სერია - სემიოტიკური თარგმანები

სერიის მიზანია ამ დარგში საინტერესო და პოპულარული ნაშრომების თარგმნა-გამოცემა სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის (რედქტორები: ცირა ბარბაქაძე, თამარ ბერეკაშვილი, თამარ ლომიძე, გია ჯოხაძე).

ცენტრმა მოამზადა და გამოსცა ამ სერიის პირველი ნაშრომები:

  •  როლან ბარტის „წერის ნულოვანი დონე“ (თარგმნა ესმა ბერიკიშვილმა)
  • იური ლოტმანის „მოაზროვნე სამყაროთ შიგნით“ (თარგმნა ანა მაყაშვილმა)
  • ხოსე ორტეგა-ი-გასეტის „ადამიანი და ხალხი“ (თარგმნა გია ჯოხაძემ)

განხორციელებული პროექტები:

  • პროექტი: ფენტეზის ჟანრის თანამედროვე ქართული პოეზია

ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი: ფენტეზის ჟანრის საუკეთესო პოეტური ტექსტი (კონკურსის მონაწილეებს მიცემულ ფენტეზურ ვიზუალურ ნამუშევარზე უნდა შეექმნათ ფენტეზის ჟანრის ტექსტი, კონკურსში მონაწილეობდნენ ქართველი პოეტები;

კონკურსის ჟიური: გიგი თევზაძე, ბელა წიფურია, ანა სამადაშვილი-კორძაია, ნატო დავითაშვილი, ცირა ბარბაქაძე

გამოვლინდნენ გამარჯვებული პოეტები:

1-ლი ადგილი: ბელა ჩეკურიშვილი „ამბავი ქვად დარჩენისა“;

მე-2 ადგილი: ლია ლიქოკელი „შავი წყალი“;

მე-3 ადგილი: ბექა ახალაია „ბროწეულისფერი წყევლის პოემა“.

პროექტის ფარგლებში მომზადდა და გამოიცა კრებული: თანამედროვე ქართული პოეტური ფენტეზი გამოკვლევებით: კ ა რ ს მ ი ღ მ ა (კრებულის პრეზენტაცია გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“).

  • საერთაშორისო მთარგმნელობითი პროექტი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის

პროექტში მონაწილეობდნენ საქართველოს, ლიტვის, ლატვიის და ბელორუსის პოეტები, რომლებმაც თარგმნეს ერთმანეთის პოეზია. პროექტის ფარგლებში გამოიცა თარგმანების კრებული 4 ენაზე: „ჰორიზონტს მიღმა“ (პრეზენტაცია გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“).

პროექტი განხორციელდა თბილისში და ბათუმში „პენ-კლუბთან“ ერთად (დააფინანსა სოროსის ფონდმა), მონაწილეობდნენ ილიაუნის სტუდენტები: გიორგი შონია და ლაშა ჯაიანი.

  • კონკურსი სტუდენტებისთვის: ფოტოხელოვნების სასწავლო კონფერენცია, მასტერკლასები და ფოტოკონკურსი: თავისუფალი ფოტოსესია ცხენებთან;
  • კონკურსი სტუდენტებისთვის - ორი ხელით დაწერილი ტექსტები

ცენტრმა განახორციელა ვიდეოპროექტები სტუდენტებისთვის:

სემიოტიკის სამეცნიერო ბლოგი (ფუნქციონირებს 2010 წლიდან)

იხილეთ ბმული: http://semioticsjournal.wordpress.com/

სამეცნიერო ბლოგზე პერიოდულად იტვირთება სამეცნიერო სტატიები და სიახლეები. ბლოგს ჰყავს ბევრი მომხმარებელი.

სემიოტიკის კვლევით ცენტრთან ფუნქციონირებს სტუდენტთა სემიოტიკის ლაბორატორია SemLab. სტუდენტები იკრიბებიან კვირაში ერთხელ, მონაწილეობენ სემინარებში, ჩართული არიან ცენტრის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში: კონკურსებში, შეხვედრებში, დიალოგებში და სხვა;

მასალები შეგიძლიათ იხილოთ სემიოტიკის კვლევითი ცენტრისა და სტუდენტთა სემიოტიკის ლაბორატორია SemLab-ის ფეისბუკ-გვერდებზე.

სალექციო კურსი „სემიოტიკა“

სემიოტიკის კვლევით ცენტრში დამუშავდა სილაბუსი და იკითხება სალექციო კურსი „სემიოტიკა“ სამაგისტრო საფეხურზე 2006 წლიდან.

 

ბანერები