მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ცენტრის შესახებ

სატელევიზიო სასწავლო ცენტრის შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის ისტორია 1989 წელს იწყება. იგი ზურაბ ოშხნელის ინიციატივით დაარსდა სატელევიზიო ხელოვნების შესწავლის მსურველი მოსწავლეებისათვის “საყმაწვილო სატელევიზიო სტუდიის” სახელწოდებით. 10 წლის განმავლობაში სტუდია იყო ერთადერთი სკოლისგარეშე სატელევიზიო სასწავლებელი, სადაც გაკვეთილების შემდეგ თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები სატელევიზიო პროდუქციის წარმოების ტექნიკასა და ტექნოლოგიას სწავლობდნენ და თვითონ ამზადებდნენ ტელეგადაცემებს “საყმაწვილო ტელევიზიის” სახელწოდებით, რომლებიც პირველი არხით გადაიცემოდა.

1992 წელს ზურაბ ოშხნელმა ცხრაკლასდამთავრებული მოსწავლეებისთვის დააარსა “ტელეპროფილური სკოლა”, რომელსაც შემდეგ ტელე ლიცეუმი ეწოდა, ხოლო 2000 წლიდან მუშაობდა “მედიის, რეკლამისა და ტელეხელოვნების კოლეჯის” სახელით.

1995 წელს ზურაბ ოშხნელის ინიციატივით და მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი დადგენილებით სატელევიზიო სასწავლო ცენტრის შემადგენლობაში დაარსდა საქართველოში პირველი უმაღლესი პროფესიული სკოლა “ტელეხელოვნების უმაღლესი სკოლის” სახელწოდებით.

1997 წლიდან 2004 წლამდე კოლეჯი პირველ არხზე მაუწყებლობდა პროგრამა “ზუმის” სახელით. 2007 წლის ოქტომბრიდან სსიპ "მედიის, რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯი" შეუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და მისი სტატუსით ახორციელებს უმაღლეს სატელევიზიო პროფესიულ განათლებას.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

➳ თბილისი, უზნაძის ქ. 68, IV სართული
☏ 2 910 260 ადმინისტრაცია
☏ 2 910 259 სასწავლო განყოფილება
✉ tvschool@iliauni.edu.ge

ბანერები