2018 წელს საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრმა არაერთი საინტერესო ღონისძიება დააორგანიზა.
- 9 იანვარს SALiS ლაბორატორიაში „Science on Stage-საქართველოს“ ფარგლებში ჩატარდა სემინარი თემაზე: ”იაფი ტექნოლოგიების გამოყენება საბუნებისმეტყველო გაკვეთილებზე”.
- 19-დან 24 მარტამდე ცენტრს სტუმრობდა დოქტორი დაიანა რადმანი კლაგენფურტის უნივერსიტეტიდან (ავსტრია), რომელმაც ლექციები ჩაატარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებთან, ასევე იმუშავა ცენტრის თანამშრომლებთან მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვის შესახებ საბუნებისმეტყველო განათლებაში;
- 2018 წლის 23 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრისა და რუსთავის მე- 12 საჯარო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს რუსთავის საჯარო სკოლების, ასევე თელავის მე-7 საჯარო სკოლის და ისრაელის გედერას და კირიათ გადის სკოლის მოსწავლეებმა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ შესრულებული პროექტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. საქართველოსა და ისრაელის სკოლები საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS საშუალებით დამეგობრდნენ.აპრილსა და მაისში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ცენტრმა განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები ეწვივნენ რეგიონის სკოლებს (ნაფარეულის, განჯალის, თელავის, ქვემო სობისის). ამ ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს აჩვენეს ექსპერიმენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და სკოლებს საჩუქრად გადასცეს ხელსაწყოები.
- მაისში ცენტრმა ორი სემინარი ჩაატარა ფიზიკის მასწავლებლებისთვის. მალტის უნივერსიტეტის პროფესორი ჯოან ბორგ მარკესი სტუმრობდა SALiS ცენტრს, რომელმაც ჩაატარა ლექცია ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე სემინარი ფიზიკის მასწავლებლებისთვის.
- ლინეუსის უნივერსიტეტის ლექტორებმა (შვედეთი) ბიორნ სიტრონმა და ნიკლას აჰმანმა ჩაატარეს ლექციების ციკლი ფიზიკის მასწავლებლებისთვის SALiS ლაბორატორიაში, ასევე პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოები დაწყებითი განათლების სტუდენტებისთვის.
- ივნისში ცენტრმა ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია და სემინარი პრაქტიკული კვლევის შესახებ ERASMUS+ პროექტის ARTIST ფარგლებში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სემინარში კი მონაწილეობდნენ საქართველოს უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი.
- 29 სექტემბერს ცენტრმა მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო პიკნიკში, ცენტრის კარავში უნივერსიტეტის სტუდენტებმა საინტერესო ექსპერიმენტები წარმოადგინეს.
- ოქტომბერში ცენტრში სტუმრად იმყოფებოდა ისრაელის ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომელი, დოქტორი რახელ მამლოკ- ნაამანი, რომელმაც ლექცია ჩაატარა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და იმუშავა ცენტრის თანამშრომლებთან საბუნებისმეტყველო განათლების თანამდეროვე გამოწვევებთან დაკავშირებით.
- 8 დეკემბერს ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა პირველი ეროვნული ფესტივალი ’’მეცნიერება მთავარ როლში’’ ევროპული ქსელის Science on Stage ის ფარგლებში. ფესტივალზე 22 პროექტი იყო წარმოდგენილი. 100 პედაგოგზე მეტი სტუმრობდა ამ ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ფესტივალის განმავლობაში მუშაობდა ჟიური, რომელმაც 3 საუკეთესო პროექტი შეარჩია საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობისთვის.
- მთელი წლის განმავლობაში ცენტრის თანამშრომლები არაერთ კვლევით პროექტში მონაწილეობდნენ. სექტემბერში მარიკა კაპანაძე იმყოფებოდა მიჩიგანის უნივერსიტეტის განათლების სკოლაში, სადაც კოლეგებთან ერთად ერთობლივი კვლევითი პროექტები დაგეგმეს. ასევე ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობენ ერთობლივ კვლევაში კვლევაზე დაფუძნებული სწავლების შესახებ საქართველოში, ისრაელსა და ამერიკაში. მომზადდა პუბლიკაცია წიგნის თავისთვის, რომელიც 2019 წლის იანვარში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცემა.