მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2016 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2016 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2016 წელს საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითმა ცენტრმა ბევრი საინტერესო ღონისძიება განახორციელა, კერძოდ: ჩატარდა კონფერენციები, სემინარები და საჯარო ლექციები, ტრენინგები პედაგოგებთან, უმასპინძლა სტუმრებს, მომზადდა გამოსაცემად რამდენიმე პუბლიკაცია ცენტრის მიერ წარმოებული კვლევის შედეგების შესახებ. 2016 წლის განმავლობაში ცენტრი მუშაობდა  მიმდინარე  პროექტებზე,  ასევე  მომზადდა  რამდენიმე  ახალი

პროექტის  წინადადება   და  წარდგენილ   იქნა  დაფინანსებისთვის საერთაშორისო დონორებთან. მათ შორის ერთი პროექტი უკვე დაფინანსდა.

ჩატარებული კონფერენციები, სემინარები და საჯარო ლექციები:

  •  27 თებერვალი, 2016 - მოსწავლეთა ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის პროექტ ,,ჯაჭვური რეაქციის“ ფარგლებში (http://chain- reaction.iliauni.edu.ge/mostsavletha-mesame-erovnuli-konpherentsia-2016/)
  •  6 აპრილი, 2016 - საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია (http://salis.iliauni.edu.ge/sabunebismetqhvelo-ganathlebis- kvlevithi-tsentris-pedagogtha-pirveli-konpherentsia/)
  • 3 ოქტომბერი, 2016 - პროფ. ინგო აილკსის (ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია) სემინარი „მასწავლებელთა განათლება გერმანიაში და პრაქტიკული კვლევის დანერგვა“
  •  4 ოქტომბერი, 2016 - პროფ. ინგო აილკსის (ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია) საჯარო ლექცია „ბუნებისმეტყველების სწავლება ლანს არმსტრონგიდან დენის როდმანამდე – სწავლების თანამედროვე მიდგომები“
  • 5 ოქტომბერი, 2016 - პროფ. ინგო აილკსის (ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია) სემინარი საბუნებისმეტყველო განათლების მიმართულების მაგისტრანტებთან და დოქტორანტებთან, აკადემიურ პერსონალთან თემაზე - „სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადება მაღალრეიტინგული აკადემიური  ჟურნალებისთვის“.

ჩატარებული ტრენინგები:

  • 2016 წლის 22 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით ცენტრმა ჩაატარა ტრენინგი დაწყებითი საფეხურის საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებთან ტემპუსის პროექტ LeAGUe-ს (http://tempusleague.eu) ფარგლებში. თემა - ბუნებისმეტყველების კვლევაზე დაფუძნებული სწავლება დაწყებით საფეხურზე. ამ ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ პედაგოგებმა 3 კრედიტი მიიღეს.

პროექტები, რომლებზეც SALiS ცენტრი მუშაობდა 2016 წელს:

  • ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის პროექტი ,,ჯაჭვური რეაქცია”
  • http://chain-reaction.iliauni.edu.ge/
  • ტემპუსის პროექტი LeAGUe (http://tempusleague.eu)
  • შვედეთის განათლების საბჭოს პროექტი Linnaeus Palme
  • Erasmus-ის პროექტი ARTIST & Co

წარმოებული კვლევები:

  •  მოსწავლეთა მოტივაციის კვლევა (ერთობლივი კვლევა ბერლინის

თავისუფალ უნივერსიტეტთან)

  • მასწავლებელთა დამოკიდებულებებისა და შეხედულებების კვლევა (ერთობლივი კვლევა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტთან)
  •  მასწავლებელთა კონტრაქტების ფორმირება (ერთობლივი კვლევა შეფელდ ჰალამის (ინგლისი) უნივერსიტეტთან)
  • კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა (ერთობლივი კვლევა ჰაიფას (ისრაელი) უნივერსიტეტთან და კაბრინის (პენსილვანია, აშშ) უნივერსიტეტთან)

საერთაშორისო კონფერენციები, რომლებზეც გაკეთებულ იქნა მოხსენებები ცენტრის კვლევების შესახებ:

  1. 11. Jahrestagung der Schülerlabor, University of Saarbrücken, Germany, March, 2016
  1. 23nd Symposium on Chemistry and Science Education, University of Dortmund, Germany, May, 2016
  1. GIREP Seminar in Krakow, Poland, Jagiellonian University, August-September, 2016

გამოცემული პუბლიკაცია:

M. Kapanadze, E. Slovinsky & N. Bagatrishvili. Pupil Research Briefs – Implementation of the project Chain Reaction in Georgia. In: I. Eilks, S. Markic & B.

Ralle (eds.), Science Education Research and Practical Work, Aachen, Shaker. (2016)

დაფინანსებული პროექტი:

ევროკომისიის Erasmus-ის პროექტი - ARTIST&CO. პროექტის ხანგრძლივობა 3

წელია - 2016 – 2019.

2016 წელს SALiS ცენტრი გახდა საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი ევროპული ქსელის Science on Stage Europe (http://www.science-on- stage.eu/page/display/2/2/2106/ge/georgia).

ბანერები