მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ცენტრის შესახებ

ცენტრის შესახებ

მიგრაციისა და ჯანმრთელობის შესწავლის საერთაშორისო ცენტრი 2011 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო დისკურსში ადამიანთა მობილურობის, განვითარების, სოციალური ტრანსფორმაციის, ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე. ცენტრი თანამშრომლობს რიგ საერთაშორისო და ეროვნულ პარტნიორებთან აკადემიური და მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოების ჩათვლით.

ცენტრის ძირითადი მიზანია მიგრაციისა და ჯანმრთელობის სფეროში კვლევების მხარდაჭერა, რაც გააერთიანებს აკადემიურ კვლევას ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების და ძირითადი უფლებების განხორციელების ვალდებულებებთან და, ამავე დროს, ხელს შეუწყობს სოციალურ ტრანსფორმაციასა და სტაბილურ განვითარებას.

მიგრაციისა და ჯანმრთელობის შესწავლის საერთაშორისო ცენტრის საქმიანობა ითვალისწინებს კვლევით პროექტებზე მუშაობას და საერთაშორისო თანამშრომლობას ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: მიგრაციისა და ჯანდაცვის პოლიტიკის შესწავლა,  მომხმარებლის მონაწილეობა, გენდერი და მიგრაცია და სხვ.

ბანერები