მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2016 წელს განხორციელებული ღონისძებები

2016 წელს განხორციელებული ღონისძებები

2016 წელს მიგრაციისა და ჯანმრთელობის შესწავლის საერთაშორისო ცენტრმა, მიგრაციისა და ჯანმრთელობის მიმართულებით, საქართველოში და საზღვარგარეთ განახორციელა შემდეგი აქტივობები:

  1. ქალთა მიგრაციისა და ჯანმრთელობის საკითხებზე საქართველოსა და გერმანიაში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ევროპული ასოციაციის (EUPHA) კონფერენციის კრებულში;
  2. COST ADAPT პროექტის ფარგლებში ცენტრმა ჩაატარა მიგრაციის პოლიტიკის ინდექსის (MIPEX Health Strand) კვლევა საქართველოში;
  3. COST ADAPT და IOM EQUI-Health პროექტის შედეგად შემუშავებული მიგრანტთა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის  ექსპერტთა კონსენსუსის გაიდლაინები განხილულ იქნა ლისაბონში 2016 წლის მაისში (იხ.http://equi-health.eea.iom.int/index.php/9-uncategorised/336-expert-consensus);
  4. 2016 წლის ნოემბერში, EUPHA–კონფერენციის სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ცენტრის მონაწილეობით შეიქმნა საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი „ჯანმრთელობა: ეკონომიკა, ადამიანის უფლებები და ჯანდაცვის ხარისხი“;
  5. ცენტრმა საქმიანი ურთიერთობები დაამყარა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მიგრაციის კომისიასთან, მიგრაციისა და ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
  6. ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებმა მიიღეს სხვადასხვა  საერთაშორისო კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფის ღონისძიებებში, მათ შორის:
  • სამუშაო ჯგუფი „დიდი სურათი“ MIPEX, რომელიც ითვალისწინებდა მიგრაციის პოლიტიკის ინდექსის კვლევას (COST ADAPT პროექტის ფარგლებში); 2016 წლის 3-4 აპრილს, ბარსელონაში (ესპანეთი).
  • მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიგრაციისა და ჯანმრთელობის ბრიუსელის რეგიონული ოფისის მიწვევით, 2016 წლის 11 მაისს ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს IOM EQUI-Health და COST ADAPT-ის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ კონფერენციაში, სადაც განხილულ იქნას MIPEX ანგარიში და მიგრანტთა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის  ექსპერტთა კონენსუსის გაიდლაინები;
  • 2016 წლის 12-13 მაისს ცენტრის დირექტორმა მონაწილეობა მიიღო მიგრანტთა ჯანმრთელობის თემაზე CHAFEA, DG SANCO, IOM-ის მიერ ქალაქ ლისაბონში ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელზეც განხილულ იქნა ევროპის მიგრანტთა ჯანდაცვის პოლიტიკა და პროექტები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის სატრენინგო მასალები და ინფექციური დაავადებების პრევენციის საკითხები;
  • 2016 წლის 9-11 ნოემბერს ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ევროპული ასოციაციის  (EUPHA) კონფერენციის სამუშაო შეხვედრაში: „მიგრანტის ჯანმრთელობა: ეკონომიკა, ადამიანის უფლებები და ჯანდაცვის ხარისხი“. შედგა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შემდგომში გეგმავს ამ მიმართულებით მუშაობას;
  • მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თურქმენეთის ოფისის მიწვევით, ცენტრმა მოიკვლია  ლიტერატურა და წარადგინა მიმოხილვა თემაზე: „მიგრაცია და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჭარბი მოხმარება“. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტები საქართველოდან, თურქეთიდან, ფინეთიდან, რუსეთის ფედერაციიდან და ნორვეგიიდან. სამუშაო შეხვედრა ერთ-ერთ მიზნად ისახავდა რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.

პუბლიკაციები

Lazarashvili V. 2016 Female Migration as a Determinant of Health: Georgia Case Study. In: Book of Abstracts: EUPHA’s VI European Conference on Migrant and Ethnic Minority Health, Oslo 2016. ISBN 978- 82-473-0039-8 p.104

ბანერები