მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2018 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2018 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2018 წლის  სექტემბერში მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ლიკანში მასწავლებელთა  სახლის მიერ   ორგანიზებულ   წამყვან პროვაიდერთა შეკრებაში, სადაც განიხილებოდა  ტრენინგ-ცენტრების   დეცენტრალიზაციის ფარგლებში  ფუნქციონირების პროექტები. ცენტრისთვის მნიშვნელოვანი იყო დაფინანსების მოპოვების გზა გრანტების წესით, ან პროგრამული აკრედიტაციის გზა, რომელიც  ამჟამად  განახლების პროცესშია სისტემაში მიმდინარე  კონცეპტუალური ცვლილებების გამო. აკრედიტაციის  პირობების  დამტკიცების  შემთხვევაში  მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის ცენტრი განახორციელებს  წამყვანი მასწავლებლის მომზადების პროექტს.

პროექტის კონცეფცია დაფინანსების მოსაპოვებლად

პრობლემის  იდენტიფიცირება: უახლესი  ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევებით (Timss, 2015, PISA,2015)  თუ ვიმსჯელებთ, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში  სკოლების მართვის  სტილი  არაერთგვაროვან გავლენას  ახდენს სწავლა-სწავლების პროცესზე. მსჯელობის  ფარგლები გამოიკვეთა  მასწავლებლის ფაქტორი  სკოლის მართვის გუნდისა  და სახელმწიფოს  მიერ სწორად დაგეგმილი კონცეპტუალური  ჩარჩოს ფარგლებში განხორციელებული  ცვლილელების  მოქნილობასა და სინთეზში. მასწავლებლის შიგა შეფასების ჯგუფის ეფექტიანი მუშაობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კომპეტენტური არიან ამ ჯგუფში შემავალი მასწავლებლები, რაც  შეფასების ინსტრუმენტის ვალიდობაზე აისახება. რეფორმაში კომპეტენტური კადრების ჩართულობის თვალსაზრისით სისტემა  მწვავე დეფიციტს განიცდის..წამყვანი მასწავლებლის საფეხურზე გადანაწილდნენ ის მასწავლებლები, რომლებიც არიან სერტიფიცირებულნი, ამავე დროს აქვთ დოქტორის ხარისხი იმ საგანში, რომელსაც სკოლაში ასწავლიან. გადანაწილების ამ ლოგიკით  წამყვანი და მენტორი მასწავლებელის როლი მასწავლებლის პროფესიულ განვითარების სქემაში უმნიშვნელოა. სავარაუდოა, რომ  სქემა ითვალისწინებს უფროსი მასწავლებლების ოპტიმალური დიფერენციაციით  წამყვანი მასწავლებლების კორპუსის შევსებას, მაგრამ ასეთი დისბალანსი მოუქნელს ხდის ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლის მექანიზმს. შესაძლებელია უფრო ეფექტიანად წარიმართოს პროცესი, თუ პროფესიული განვითარების ვექტორის მიმართულება შეიცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე (წამყვანი) და მეოთხე დონის (მენტორი) მასწავლებლების ინსტიტუტის შექმნა   უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიონალურ განვითარებას ჰორიზონტალურ ჭრილში, ანუ  სკოლის კედლებში სოციალური და კუტურული კონტექსტის გათვალისწინებით. ეს, ერთი მხრივ, ზრდის სკოლის ანგარიშვალდებულებას და, მეორე მხრივ, ხელს უწყობს დეცენტრალიზაციის პროცესს, უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობას.

პრობლემის გადაჭრის გზა

სკოლაში გარდატეხის შეტანა შეუძლია ისეთ კონცეპტალურ  მასწავლებელს, როგორიც წამყვანი და მენტორი მასწავლებელია. იგი საგნის ცოდნის, პედაგოგიური უნარ-ჩვევების და გამოცდილებასთან  ერთად უნდა ფლობდეს გადაწყვეტილების მიღების, კვლევისა  და თანამშრომლობის,. საკითხის კომპლექსური ხედვისა და გადაჭრის უნარს.  მასწავლებლების  ოპტიმალური დიფერენციაციის ინსტრუმენტი შესაძლოა იყოს პრეტესტირება, რაც მასწავლებლებს დაეხმარება პროფესიული დონის დადგენასა და მოდულის არჩევაში. მასწავლებლის შემადგენლობიდან სკოლას თავად შეუძლია შეარჩიოს ის მასწავლებლები, რომლებიც, სავარაუდოდ, უნდა იყვნენ მოქმედი ან მომავალი კათედრის გამგეები. მათ 30-კრედიტიანი კურსის გავლის შედეგად უნდა შეძლონ  კათედრის მუშაობის გააქტიურება  პედაგოგიური რეფლექსიის მიმართულებით. კათედრებზე კვლევის შედეგად პროფესიული საჭიროებების დადგენის, არსებული ხარვეზების გადაჭრის ალტერნატიულ მეთოდების  მოძიებისა და დანერგვის, სხვისი მოსმენისა და მასთან თანამშრომლობის, მშობლებთან ურთიერთობის უნარების განვითარებით. ამგვარი ინტერვენციები, რომლებსაც ინტერდისციპლინური ხასიათი ექნებათ, აისახება  სკოლის  სასწავლო პროგრამის განვითარებაზე, სწავლა-სწავლების  ხარისხის ამაღლებაზე.

სტრუქტურა:

პროგრამის შედეგები უნდა  ეყრდნობოდეს  წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტანდარტებს.მას შემდეგ, რაც ეს სტანდარტები შესაბამისობაში მოვა მასწავლებლის განვითარების განახლებულ სქემასთან.

ბანერები