მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2017 წელს განხორციელებული ღონისძიებები

2017 წელს განხორციელებული ღონისძიებები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2017 აგვისტოში მომსახურების დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში გამოაცხადა საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანი იყო მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლების პრაქტიკოს მასწავლებელთა პროფესიული უნარების გაუმჯობესება საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის კუთხით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლის 27 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლისა და მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის ცენტრის ბაზაზე განხორციელდა პროექტი „მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება დასავლეთ საქართველოს მცირეკონტიგენტიან სკოლებში“. 

პროექტის მიზნები:

  • სამიზნე ჯგუფებში მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასების უნარების განვითარება;
  • სამიზნე ჯგუფებში ობიექტური თვითშეფასებისა და კოლეგების ურთიერთშეფასების უნარების განვითარება;
  • საკუთარი საქმიანობის კრიტიკული შეფასებისა და კოლეგების უკუკავშირის საფუძველზე პროფესიული განვითარების რელევანტური ღონისძიებების დაგეგმვის უნარების განვითარება;
  • სამიზნე სკოლების შიგნით და სკოლებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა.

პროექტი მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:
1. ტრენინგი – საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება (24 საკონტაქტო საათი, 12 არასაკონტაქტო საათი);

2. ტრენინგი – თვითრეფლექსიისა და თანამშრომლობის როლი პროფესიულ განვითარებაში;

3. მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა – პროექტში ჩართული პედაგოგები თავიანთი სკოლების ბაზაზე გეგმავდნენენ და უძღვებოდნენ სამუშაო შეხვედრებს სკოლის იმ პედაგოგებთან, რომლებიც წინამდებარე პროექტში ჩართულები არ იყვნენ;

4. მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე ურთიერთდაკვირვება – პროექტში მონაწილე მასწავლებლების მინიმუმ სამკაციანი ჯგუფები შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით ახორციელებდნენ გაკვეთილებზე ურთიერთდაკვირვებას და განმავითარებელი უკუკავშირის გაცემას;

5. ტრენინგ-ჯგუფების მონაწილეების ონლაინ სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო, საკუთარ სკოლებში პროექტის მონაწილეების მიერ ჩატარებული სამუშაო შეხვედრისა და გაკვეთილებზე ურთიერთდაკვირვებისგან მიღებული გამოცდილების გაზიარება;

6. დასკვნითი ონლაინ სამუშაო შეხვედრა – თანამშრომლობის მაღალი ხარისხი პროექტში მონაწილე მასწავლებლებსა და იმ სკოლების მასწავლებლებს შორის, რომლებთანაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და სადაც კვლევის შედეგები ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა. 

პროექტის ბენეფიციარებისთვის იმუშავა ონლაინ პლატფორმამ, კერძოდ, დახურულმა Facebookჯგუფმა. პროექტის მიმდინარეობისას პროექტის ექსპერტები ჯგუფს უწევდნენ ფასილიტაციასა და კონსულტირებას. ონლაინ პლატფორმის მიზანი იყო, პროექტში ჩართულ პირებს შორის პროფესიული დიალოგი, საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენა, ურთიერთგამოცდილების გაზიარება.

პროექტის ფარგლებში გაიმართა 88 ტრენინგი და 88 ონლაინ სამუშაო შეხვედრა პროექტის მონაწილე 1100 მასწავლებელთან.

ბანერები