მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განათლების სკოლის შესახებ

განათლების სკოლა

განათლების სკოლა ეფუძნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითად პრინციპს - სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლებისა და მკვლევრების თანამშრომლობით აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცის შექმნას.

ხედვა 
განათლების კვლევების, სწავლებისა და პრაქტიკის კომპონენტის ინტეგრაციით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა განათლების სფეროში არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ქმნის ახალ საგანმანთლებლო ცოდნას და არის თანამედროვე განათლების სპეციალისტების მომზადების ლიდერი. იგი ზრუნავს საქართველოში განათლების, როგორც ღირებულების, დამკვიდრებაზე და ორიენტირებულია განათლების ხელმისაწვდომობასა და სამართლიან განაწილებაზე.

მისია 
განათლების სკოლის მისიაა თანამედროვე, საერთაშორისო და ადგილობრივი რელევანტურობის მქონე, ინოვაციური და მეცნიერულად დასაბუთებული ცოდნის შექმნა/გავრცელება; წარმატებული სპეციალისტების/მკვლევრების მომზადება, მოქმედი პროფესიონალების განვითარების ხელშეწყობა. სკოლა პასუხობს განათლების თანამედროვე გამოწვევებს და წვლილი შეაქვს განათლების მეცნიერებისა და საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში.

მიზნები 
• განათლების სფეროს მრავალმხრივი კვლევა ახალი ცოდნისა და გამოცდილების შესაქმნელად;
• აკადემიური მომზადებისა და უწყვეტი განათლების პროგრამების შექმნა და მუდმივი განვითარება;
• განათლების სკოლის პროგრამების ერთმანეთთან სინქრონიზაცია და სხვა მიმართულებების აკადემიურ პროგრამებთან კავშირის გაძლიერება;
• პროფესიონალების მომზადება კვლევის, სწავლებისა და პრაქტიკის სინქრონიზაციით;
• განათლების სფეროს კადრების პროფესიული განვითარება;
• სკოლის აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და მაღალი კვალიფიკაციის ახალი კადრების მოზიდვა;
• განათლების სფეროში სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაცია;
• ინსტიტუციური კავშირების დამყარება და გაძლიერება ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე;
• განათლების პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
• პროფესორებს და სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების სტიმულირება;
• საკუთარი პოტენციალისა და რესურსების გამოყენება საზოგადოების საკეთილდღეოდ.

ამოცანები

• კურიკულუმების განვითარება;
• სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება;
• ადამიანური რესურსების განვითარება;
• კვლევითი პოტენციალის განვითარება;
• ორგანიზაციული კულტურის განვითარება;
• ინოვაციების დანერგვა;
• განათლების კვლევის ხარისხის გაუმჯობესება;
• თანამშრომლობის განვითარება დაინტერესებულ მხარეებთან.

საკონტაქტო ინფორმაცია: 

ბანერები