მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

უწყვეტი განათლების პროგრამები

უწყვეტი განათლების პროგრამები


განათლების სკოლაში არსებული პროგრამები უწყვეტი განათლების მრავალფეროვან შესაძლებლობას იძლევა.

სკოლამდელი განათლების სფეროში უწყვეტი განათლების შესაძლებლობების შექმნა გულისხმობს ისეთი ტრენინგ-მოდულების შეთავაზებას, რომლებიც მოქმედ მასწავლებლებს, აღმზრდელებს, ადმინისტრატორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაეცნონ სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებულ თანამედროვე თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს.

დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლების სფეროში უწყვეტი განათლების პროგრამების მიზანია, ხელი შეუწყოს დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლის მოქმედ მასწავლებლებს და მასწავლებლობის მსურველებს პროფესიულ ზრდა-განვითარებაში, რათა მათ შეძლონ მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა და ეფექტურად წარმართვა.

სპეციალური და ინკლუზიური განათლება უწყვეტი განათლების ფარგლებში გთავაზობთ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს ინკლუზიური და სპეციალური განათლების აქტუალურ საკითხებზე თეორიული/პრაქტიკული ცოდნის მიწოდებას განათლების სფეროში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი სპეციალისტებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა მშობლებისთვის.


მულტილინგვური განათლების მიმართულებით უწყვეტი განათლების მიზანია, მოქმედმა მასწავლებლებმა მულტილინგვური სწავლების თეორიის გაცნობასთან ერთად, პრაქტიკულად შესაბამისი მულტილინგვური მოდელის მიხედვით შეძლონ ენისა და საგნის ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა, ჩატარება და კოლეგებთან გაანალიზება.

 

 

 

 

ბანერები