მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განათლების კვლევები

განათლების კვლევები

კვლევითი საქმიანობა განათლების სკოლის გამჭოლი პრიორიტეტია.
სკოლის კვლევითი საქმიანობის მიზანია განათლების სხვადასხვა მიმართულებით ახალი ცოდნის შექმნა და სწავლებასა და პრაქტიკაში მისი ინტეგრირების უზრუნველყოფა.

განათლების სკოლის კვლევითი საქმიანობის ამოცანებია:
საგანმანათლებლო კვლევების წარმართვა პროცესის გაუმჯობესების მიზნით;
სტუდენტთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა კვლევებში და მათი კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა;
საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებში ჩართვა, ერთობლივი კვლევების წარმოება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან;
სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის/ჟურნალების გამოცემა და მისი რეგისტრაცია საერთაშორისო ბაზებში (მაგ., EBSCO);
განათლების სკოლის კვლევითი კურიკულუმის განვითარება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე და უწყვეტი განათლების მიმართულებით;
კვლევითი გრანტების მოპოვება.

განათლების სკოლის კვლევით საქმიანობას კოორდინაციას უწევს კვლევების საკოორდინაციო ჯგუფი, რომლის ფუნქციებშიც შედის:
სამეცნიერო კვლევითი სემინარების, კოლოკვიუმების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება კვლევითი გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით;
განათლების სკოლის ფარგლებში მიმდინარე კვლევითი საქმიანობის ბაზის შექმნა- განახლება;
სკოლის კვლევითი საქმიანობის შესახებ შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირება;
კვლევითი საქმიანობის განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ფასილიტაცია.

ბანერები