ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ვებინარი თემაზე „კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი ტურიზმში და მასთან გამკლავების გზები“

ღონისძიებები

16 მაისს, შაბათს, 12:00 სთ-ზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება ვებინარი თემაზე „კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი ტურიზმში და მასთან გამკლავების გზები“.

ვებინარში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს 14 უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ჩაერთვება ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ქემერტელიძე.

ვებინარისთვის პრეზენტაციების მოსამზადებელ სამუშაოებში ასევე მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის სტუდენტები. ვებინარი Facebook-ის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

▪️ შეკითხვების დასასმელად და ონლაინგამოკითხვებში მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტაცია ბმულზე:
https://bit.ly/2Lke6ug

ბანერები