ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტექნოვა – ინტერვიუ Apple-ის ტექნიკურ ლიდერთან და პროფ. ულრიხ ჰაუზერ-ენინგერის ლექცია

ღონისძიებები

24 აპრილს პროექტის ფარგლებში შეხვდებით კომპანია Apple-ის ტექნიკურ ლიდერს, მიხეილ წიკლაურსა და პროფესორ ულრიხ ჰაუზერ-ენინგერს.

პროექტის მიზანია ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის თანამედროვე ცოდნისა და რესურსების გაზიარება.

შეხვედრით დაინტერესებულებმა შეგიძლიათ  რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე – https://bit.ly/32fr2d8 

განრიგი

_____________________________________________________________________________________________

თემა: ინტერვიუ Apple-ის ტექნიკურ ლიდერთან 

მომხსენებელი: მიხეილ წიკლაური, Apple Inc-ის ტექლიდერი

დრო:  24 აპრილი, 19:00- 20:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

მომხსენებლის  შესახებ:

2003 წელს მიხეილ წიკლაურმა გამოთვლითი მათემატიკის დოქტორის ხარისხი მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2000-2012 წლებში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და მუშაობდა მკვლევრად ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში.

2012 წელს იგი შეუერთდა მისურის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, როგორც მკვლევარი-პროფესორი. 2017 წლიდან მუშაობს Apple-ში, როგორც ტექლიდერი და ავითარებს ალგორითმებსა და მათემატიკურ მეთოდებს სხვადასხვა ელექტრომაგნიტური პრობლემის გადასაჭრელად.

_____________________________________________________________________________________________

 თემა: MQTT, როგორც IoT პროტოკოლის შესავალი, პრაქტიკული მაგალითებით

მომხსენებელი: ულრიხ ჰაუზერ-ენინგერი, პროფესორი, დოქტორი, ელექტრონული ინჟინერიის მაგისტრის ხარისხი გრისონების გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტიდან (ჩური, შვეიცარია)

დრო: 24 აპრილი, 20:00-21:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

მომხსენებლის შესახებ:

ბაკალავრიატი – სამედიცინო ინჟინერია, ულმი / გერმანია; მაგისტრის ხარისხი – ელექტრონული ინჟინერია კარდიფი / უელსი;დოქტორის ხარისხი – ელექტროინჟინერია, კარდიფი / უელსი.

დოქტორანტურის შემდეგ ულრიხ ჰაუზერ-ენინგერი მუშაობდა ჰამილტონის სამედიცინო უნივერსიტეტში (ბონადუზი/შვეიცარია), რომლის მიზანი იყო ინტენსიური თერაპიისთვის სუნთქვის აპარატების შემუშავება. 12 წელია იგი ასწავლის  FHGR-ში (ჩური, შვეიცარია). 2019 წლის შემოდგომაზე მოწვეული იყო ლექტორად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დრო: 24 აპრილი, 19:00-21:00 საათი

ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიების სკოლის ფეისბუქგვერდი 

2021 წელი

ბანერები