ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ – ინჟინერია გარემოს მართვისთვის

ღონისძიებები

6 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა ახალი პროექტის „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ“ ფარგლებში გამართავს მიხეილ ელაშვილის ლაივშეხვედრას თემაზე: „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ – ინჟინერია გარემოს მართვისთვის“. 

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • გარემოს კომპლექსური მონიტორინგი, სხვადასხვა სენსორი და IOT სისტემა კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად;
  • გარემოს და მასში მიმდინარე პროცესების მოდელირება, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები და ფოტოგრამმეტრიული გადაღებები დრონიდან;
  • გარემოს კვლევა, პალეოგარემოს აღდგენა, როგორი იყო ათასწლეულების წინ ადამიანთა საცხოვრებელი გარემო.

მომხსენებლის შესახებ:

მიხეილ ელაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია გეოფიზიკის მიმართულებით. მისი ჯგუფი იკვლევს ვარძიას, უფლისციხეს, ზღვაში ჩაძირულ გემს.

დრო: 6 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიის სკოლის ფეისბუქგვერდი

ვრცლად განრიგისა და მომავალი ლექციების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3a2lE1x

2021 წელი

ბანერები