ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ – დიდი მონაცემების ანალიტიკა

ღონისძიებები

22 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა ახალი პროექტის „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ“ ფარგლებში გამართავს ერეკლე მაღრაძის ლაივშეხვედრას თემაზე: „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ – დიდი მონაცემების ანალიტიკა“. 

დღეს ხშირად გვესმის სიტყვები, მონაცემები, მონაცემთა ანალიზი, დიდი მონაცემების ანალიტიკა. ბევრი ინტუიციურად, ზოგიც ცოდნიდან გამომდინარე, ხვდება, რომ საუბარია გარკვეული პროცესების აღმწერ ან მახასიათებელ მონაცემებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს მანქანური სწავლების მოდელის ან ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების შესაქმნელად. მაინც როგორ ხდება დღეს მონაცემთა მოპოვება? რა ეტაპებს გადის ახლად მოპოვებული, ე.წ. ნედლი, მონაცემები დამუშავებამდე, როგორ ვიღებთ მონაცემებიდან ინფორმაციასა და ცოდნას – რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ ისინი უსაფრთხოდ იყოს შენახული და, ზოგადად, რა რისკები ახლავს  მონაცემთა გაჟონვას, დაზიანებას და გამიზნულად არასწორი მონაცემების მითითებას? – ამ საკითხებზე გესაუბრებათ ერეკლე მაღრაძე.

მომხსენებლის შესახებ:

ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი და EPAM Systems-ის წამყვანი სისტემური ინჟინერია.

დრო: 22 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიის სკოლის ფეისბუქგვერდი

ვრცლად განრიგისა და მომავალი ლექციების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3a2lE1x

2021 წელი

 

ბანერები