ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტუდენტთა მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ღონისძიებები

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს იწვევს მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგი მიმართულებების სტუდენტებს:

  • ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • ბიზნესის ადმინისტრირება.

კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ჩატარდება ონლაინრეჟიმში.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

დარეგისტრირება 30 აპრილამდეა შესაძლებელი.

კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების კრებული და კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ელვერსია კონფერენციის დასრულების შემდეგ დაეგზავნება ყველა მონაწილეს (კონფერენციის ნაშრომთა კრებულში დაიბეჭდება კონფერენციის სამეცნიერო ბორდის წევრების მიერ მოწოდებული სტატია, რომელიც დააკმაყოფილებს კონფერენციის მიერ ნაშრომისადმი წაყენებულ მოთხოვნებს).

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

მნიშვნელოვანი თარიღები: 

  • 14 აპრილი – 30 აპრილი, 2021 – კონფერენციაზე დარეგისტრირება;
  • 07 მაისი, 2021 – აბსტრაქტის გადმოგზავნის ბოლო ვადა;
  • 10 მაისი, 2021 – აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ; 
  • 14 მაისი, 2021 – სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა; 
  • 17 მაისი, 2021 – კონფერენციის გახსნა. 

ინფორმაცია მონაწილეთათვის

  • კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს;
  • აპლიკანტი უნდა დარეგისტრირდეს ელაპლიკაციის საშუალებით. იხილეთ სარეგისტრაციო ბმული: https://cutt.ly/Jc43hp3
  • კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების კრებული და კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ელვერსია კონფერენციის დასრულების შემდეგ დაეგზავნება ყველა მონაწილეს;
  • მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 8-10 წუთი, დებატებისთვის –5 წუთი;
  • აბსტრაქტი და სრული ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე:studconference@bntu.edu.ge
  • კონფერენცია ჩატარდება ონლაინ  პლატფორმა Zoom  აპლიკაციის გამოყენებით;
  • კონფერენციის დაწყებამდე 1 დღით ადრე ყველა მონაწილეს დაეგზავნება კონფერენციის ბმული;
  • კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა;
  • სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, არ დაუშვას კონფერენციაზე არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი ან გაუმართავად თარგმნილი აბსტრაქტის ავტორი; 
  • კონფერენციაში მონაწილეობაზე დასტური აპლიკანტს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე. კონფერენციაზე დაშვებული აბსტრაქტის ავტორმა სამეცნიერო საბჭოს დასტურის შემდეგ უნდა წარადგინოს ნაშრომის სრული ტექსტი;
  • ნაშრომს შესაძლებელია ჰყავდეს ერთზე მეტი ავტორი (მაქსიმუმ სამი);

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგ ელფოსტაზე: studconference@bntu.edu.ge

დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხ. თანდართულ ფაილში.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები