ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტარტაპმა CrossCreators, რომლის გუნდის წევრი ილიაუნის კურსდამთავრებულია, GITA-ის 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამაში გაიმარჯვა

ახალი ამბები

ტექნოლოგიურმა სტარტაპმა CrossCreators-მა, რომლის გუნდის ერთ-ერთი წევრი, ნინო კოძახიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული და მოწვეული ლექტორია, GITA-ის 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გაიმარჯვა.  

ნინომ გასულ წელს წარმატებით გაიარა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შექმნის/ლიდერშიფის ბუთქამფის შესარჩევი ტური და მასში მონაწილეობისთვის თანადაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტისგან მიიღო.  

წელს კი მიღებული ცოდნით მეგობრებთან ერთად შექმნა ტექნოლოგიური სტარტაპი – აუგმენტური რეალობის პლატფორმა Crosscreators, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კრეატორებსა და ბრენდებს მსოფლიო მასშტაბით უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და ეფექტიანი მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად. 

ნინოს და მისი მეგობრების შექმნილი სტარტაპი გამარჯვებულად დაასახელა სილიკონის ველისა და სხვადასხვა საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორით დაკომპლექტებულმა საინვესტიციო კომიტეტმა.  

ვულოცავთ ნინოს ამ დიდ წარმატებას.

2021 წელი

ბანერები