ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა შიდა მობილობას ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის პროგრამებზე 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის. შიდა მობილობით გადასვლის მსურველი სტუდენტებისთვის განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2021 წლის 19 თებერვალი.

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვის, შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობისა და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადაა 2021 წლის 6 მარტი.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ბრძანება და გაეცანით იმ პროგრამების ჩამონათვალს, რომლებიც მონაწილეობს შიდა მობილობაში - დანართი. 
 

არგუსზე განცხადების დაწერისა და პროგრამის ცვლილების ინსტრუქცია

შიდა მობილობის წესით ფაკულტეტის/სკოლის ცვლილებისათვის ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამიდან სხვა პროგრამაზე გადასვლისათვის აუცილებელია არგუსზე განცხადების დაწერა.

დეტალური ინსტრუქციის სანახავად იხილეთ თანდართული ფაილი. 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები