ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სერტიფიცირებული ონლაინკურსი „ციფრული სწავლება საუნივერსიტეტო გარემოში“

ახალი ამბები

ERASMUS+ CONNECT PROJECT-ის პროექტის ფარგლებში ილიაუნის აკადემიურ პერსონალსა და მოწვეულ ლექტორებს ვიწვევთ სერტიფიცირებულ ონლაინკურსში „ციფრული სწავლება საუნივერსიტეტო გარემოში“ მონაწილეობის მისაღებად. კურსი შექმნილია სპეციალურად უმაღლესი სასწავლებლების მოწვეული ლექტორებისა და აკადემიური პერსონალისთვის, აგრეთვე თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებითა და ინსტრუმენტებით დაინტერესებულთათვის აუდიტორიის მოტივაციის გაზრდისა და ჩართულობის შესანარჩუნებლად.

კურსს გაუძღვებიან ფინეთის ლაპენრანტას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

კურსი, რომლის ხანგრძლივობა 4 კვირაა, შედგება 4 მოდულისგან:

  • შესავალი და ტენდენციები კურსის განვითარებაში;
  • სინქრონული vs. ასინქრონული სწავლება და მეთოდები;
  • ასინქრონული სწავლება და მეთოდები;
  • კურსის ადმინისტრირება და მართვა.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ

  • სასწავლო პროცესის ორგანიზების სხვადასხვა ფორმის განხილვას;
  • შებრუნებული საკლასო ოთახის დიზაინის კურსის ფორმირებაში გამოყენებას;
  • კონტენტის შესაქმნელად ინსტრუმენტების განსხვავებასა და შერჩევას;
  • თავიანთი კურსებისთვის საინტერესო კონტენტის შექმნას.

ონლაინკურსი დაიწყება 2022 წლის 31 იანვრიდან. დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის იხ. ბმული  https://bit.ly/3z5qTJ8

გისურვებთ წარმატებას!

2021 წელი

ბანერები