ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო სემინარი ტალინში ილიაუნელთა მონაწილეობით

ახალი ამბები

2020 წლის  8-10 იანვარს ტალინის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სემინარი თემაზე: Technology-Enhanced Learning: Scaling up with the Support of School-university Partnership, Technical Infrastructure and Evidence-Based Research. სემინარში მონაწილეობდნენ ესტონეთის, ფინეთის, ნორვეგიის, ესპანეთისა და გერმანიის უნივერსიტეტების განათლებისა და ტენოლოგიების სკოლების წარმომადგენლები. საქართველოდან სემინარში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ინოვაციებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის დარგში, პროფესორი ნანა დიხამინჯია, განათლების სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიკო ლობჟანიძე, ასოცირებული პროფესორი განათლების მიმართულებით ზაქარია გიუნაშვილი და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ქეთევან გრიგოლია. სემინარის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული, მათ შორის რობოტიქსით, სწავლების  საკუთარი გამოცდილება და იმსჯელეს მომავალში ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

ბანერები