ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია: „გაყიდვების ეფექტური სტრატეგია“

ღონისძიებები

28 ოქტომბერს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ილიაუნის ტექნოლოგიების კორპუსის 102-ე აუდიტორიაში ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს, და არა მარტო მათ, ვიწვევთ კლაუდია კუმერის საჯარო ლექციაზე: „გაყიდვების ეფექტური სტრატეგია“.

კლაუდია კუმერი ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (ავსტრია) საერთაშორისო ბიზნესის დეპარტამენტის ინსტრუქტორი და მკვლევარია. ამავე დროს უნივერსიტეტის თვალის მოძრაობის შემსწავლელი ლაბორატორიის ხელმძღვანელია.

მომხსენებელი აუდიტორიას გაუზიარებს გამოყენებითი მარკეტინგული კვლევების ექვსწლიან გამოცდილებასა და მიგნებებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: მომხმარებელთა კვლევა, გამოყენებითობის შესწავლა, საკვები პროდუქტების ეტიკეტირება, მულტიმედიური ტესტირება, რეკლამის ეფექტურობისა და სავაჭრო გამოცდილების კვლევა. 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 28 ოქტომბრის 14:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/ABEwodfhhtjLSTug9

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 0.5%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სამუშაო ენა: ინგლისური

სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 15:45 საათი

დრო: 28 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები