ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია „ევროპის ეკონომიკური პერსპექტივა ბრექსითის შემდეგ“

ღონისძიებები

22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ მარკო დანონის საჯარო ლექციაზე: „ევროპის ეკონომიკური პერსპექტივა ბრექსითის შემდეგ“.

მარკო დანონი CEVES-ის უფროსი ეკონომისტია. ამასთან გაეროს ეროვნული კონსულტანტია სერბეთში.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 22 ოქტომბრის 14:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/mXR32bKrjEwbNLLd8

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 0.5%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სამუშაო ენა: ინგლისური

სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო14:45 საათი

დრო: 22 ოქტომბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: E406 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები