ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სააპელაციო ზეპირი გამოცდის განრიგი – მიღება 2021-2022 სასწავლო წლისათვის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე

ახალი ამბები

აპლიკანტებს, რომლებმაც წარმოადგინეს საპრეტენზიო განაცხადი 2021-2022 სასწავლო წლისათვის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით, საშუალება ეძლევათ ჩააბარონ განმეორებითი ზეპირი გამოცდა 15 სექტემბერს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიებს. ამასთან, იმ აპელანტების შემთხვევაში, რომელთაც გაასაჩივრეს ქეისი, რეზიუმე, წერითი ნაწილის შედეგები, მათ გადახედავს და შეაფასებს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ის კანდიდატები, რომლებიც არ გამოცხადებულან გამოცდაზე მიმღებ კომისიასთან, სააპელაციო გასაუბრებაზე არ დაიშვებიან!

მნიშვნელოვანია! დისტანციურად ჩატარებულ სააპელაციო გასაუბრებაზე დაიშვება მხოლოდ ის აპლიკანტი, რომელსაც ჩართული ექნება ვიდეოგამოსახულება და თან ექნება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სააპელაციო ზეპირი გამოცდა ჩატარდება შემდეგ პროგრამებზე:

  • განათლების ადმინისტრირება
  • საზოგადოებრივი ურთიერთობები
  • ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი
  • სპეციალური განათლება
  • თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება

zoom პლატფორმის ბმული 14 სექტემბერს გაიგზავნა ყველა იმ აპლიკანტთან, რომლებმაც განცხადებით მოგვმართეს.
ბმულზე გადასვლის შემდეგ აპლიკანტი შეიძლება მოხვდეს მოსაცდელ ოთახში და განრიგის მიხედვით დაიშვება გამოცდაზე.

2021

ბანერები