ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რეგისტრაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე

ახალი ამბები

ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი აცხადებს რეგისტრაციას შემდეგ პროგრამებზე:

  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ქართული, როგორც მეორე / უცხო ენა);
  • ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება);
  • ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მუსიკა);
  • ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება – I-IV კლასები).

რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 6 სექტემბრის 10:00 საათიდან 15 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით.

რეგისტრაციის ბაზა გააქტიურდება 6 სექტემბერს, 10:00 საათზე.

ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს აპლიკანტი.

რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მიერ მითითებულ ელფოსტაზე მიიღებთ სარეგისტრაციო კოდს, რომლითაც შეძლებთ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის დროისა და გამოცდაზე მიღებული შედეგის გაგებას.

ელექტრონული რეგისტრაციისთვის მიჰყევით შემდეგ ბმულს: https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/lecturers

რეგისტრაციის ინსტრუქციისთვის მიჰყევით ბმულს აქ.

რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ავტობიოგრაფია (CV) – ქართულ ენაზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით (ცნობა აპლიკანტმა უნდა გამოითხოვოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტიდან (NAEC).

რეგისტრაციისას საგნის გამოცდის ჩაბარების ცნობის არარსებობის შემთხვევაში უნდა აიტვირთოს საგამოცდო ბარათი. გაითვალისწინეთ, რომ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას სავალდებულოა წარმოდგენილი იყოს აღნიშნული ცნობა.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია იმ აპლიკანტებისთვისაც, რომელთაც განაცხადი აქვთ დაწერილი მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის აპელაციაზე და ჯერ უცნობია მათი საბოლოო შედეგი, თუმცა ეს აპლიკანტები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაირიცხებიან პროგრამაზე, თუ საბოლოო შედეგით გადალახავენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდის მინიმალურ ზღვარს.

დ) მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული მასწავლებლის სერტიფიკატის ასლი;
ე) ელექტრონული ფოტოსურათი. პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში კი ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
ვ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი.

გაითვალისწინეთ:

უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ფაკულტეტის ადმინისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).

გაითვალისწინეთ, რომ ერთი პირადობით რეგისტრირდებით მხოლოდ ერთხელ.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ვადები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცდების პროცესის უზრუნველყოფა მოხდება დისტანციურად (პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით)

პროგრამების მიხედვით შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ზუსტი თარიღებისაა და დროის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2021 წლის 17 სექტემბერს, საგამოცდო ბმულები გამოცდის წინა დღეს გაეგზავნებათ აპლიკანტებს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 18, 19, 20 სექტემბერს.

პირველადი შედეგების გამოქვეყნება და აპელაციის პროცედურა

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 22 სექტემბერს.

სააპელაციო პროცედურები

აპლიკანტებმა საპრეტენზიო განაცხადები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით უნდა გადმოგზავნონ 23 სექტემბრის 18:00 საათამდე შემდეგ ელფოსტაზე: bte@iliauni.edu.ge

სააპელაციო განცხადებების საფუძველზე განმეორებითი გამოცდა შედგება 2021 წლის 25 სექტემბერს.

პროგრამების მიხედვით განმეორებითი გამოცდების ზუსტი დროის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2021 წლის 24 სექტემბერს, ამავე დღეს გაეგზავნებათ აპლიკანტებს საგამოცდო ბმული.

საბოლოო შედეგების გამოცხადება და ხელშეკრულების გაფორმება

აპლიკანტთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), მხოლოდ სარეგისტრაციო ნომრის მითითებით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2021 წლის 27 სექტემბერს.

აპლიკანტებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი გრაფიკით:

  1. ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2021 წლის 28-29 სექტემბერი;
  2. სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2021 წლის 30 სექტემბერი.
2021 წელი
ბანერები