ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რაქელ სერვიგონ აბადის ონლაინლექცია თემაზე: ვეივლეტგარდაქმნა და მისი გამოყენებები

ღონისძიებები

9 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ორგანიზებით გაიმართება პროფესორ რაქელ სერვიგონ აბადის ონლაინშეხვედრა თემაზე „ვეივლეტგარდაქმნა და მისი გამოყენებები“.

შეხვედრაზე მომხსენებელი ისაუბრებს ვეივლეტგარდაქმნის გამოყენებაზე ბიოსამედიცინო სიგნალის დამუშავების კონტექსტში.

შეხვედრა საინტერესო იქნება კომპიუტერული მეცნიერებების, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიისა და ბიოსამედიცინო მიმართულების სტუდენტებისა და სპეციალისტებისთვის.

მომხსენებლის შესახებ:

რაქელ სერვიგონ აბადი ასოცირებული პროფესორია ელექტრონულ, ელექტრონულ, ავტომატურ და კომუნიკაციურ ინჟინერიაში კასტილია-ლა მანჩის უნივერსიტეტში (ესპანეთი).

სამეცნიერო კვლევითი სფერო: ბიოსამედიცინო სიგნალის დამუშავება. ვარჯიშით გამოწვეული ცნობიერებისა და ჰემოდინამიკური პარამეტრების ცვლილებები ხანშიშესულ ადამიანებში.

კოლაბორაციები: ტელემედიცინის, ელექტრონიკისა, და ბიოინჟინერიის ჯგუფი, ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი). სან კარლოსის კლინიკური ჰოსპიტალი (მადრიდი).

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 9 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიის სკოლის ფეისბუქგვერდი

ვიზიტისა და შეხვედრების მხარდამჭერია პროგრამა Erasmus+ (Staff mobility for teaching)

2021 წელი

ბანერები