ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რაქელ სერვიგონ აბადის ონლაინლექცია თემაზე: „ბიომარკერები და ჯანმრთელი დაბერება“

ღონისძიებები

12 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ორგანიზებით გაიმართება პროფესორ რაქელ სერვიგონ აბადის ონლაინშეხვედრა თემაზე: „ბიომარკერები და ჯანმრთელი დაბერება“.

მომხსენებელი ისაუბრებს ჯანმრთელ დაბერებასთან დაკავშირებულ ფსიქოსოციალურ ფაქტორებსა და ბიომარკერებზე.

მომხსენებლის შესახებ:

რაქელ სერვიგონ აბადი ასოცირებული პროფესორია ელექტრონულ, ელექტრონულ, ავტომატურ და კომუნიკაციურ ინჟინერიაში კასტილია-ლა მანჩის უნივერსიტეტში (ესპანეთი).

სამეცნიერო კვლევითი სფერო: ბიოსამედიცინო სიგნალის დამუშავება. ვარჯიშით გამოწვეული ცნობიერებისა და ჰემოდინამიკური პარამეტრების ცვლილებები ხანშიშესულ ადამიანებში.

კოლაბორაციები: ტელემედიცინის, ელექტრონიკისა, და ბიოინჟინერიის ჯგუფი, ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი). სან კარლოსის კლინიკური ჰოსპიტალი (მადრიდი).

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 12 ივლისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიის სკოლის ფეისბუქგვერდი

ვიზიტისა და შეხვედრების მხარდამჭერია პროგრამა Erasmus+ (Staff mobility for teaching)

2021 წელი

 

ბანერები