ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორი ვონკიუ შინი წიგნის „ახალი პერსპექტივები სტრუქტურული ცვლილებების შესახებ: სტრუქტურული ცვლილებების მიზეზები და შედეგები გლობალურ ეკონომიკაში” ერთ-ერთი კონტრიბუტორია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის მკვლევარი ვონკიუ შინი ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცემული წიგნის „ახალი პერსპექტივები სტრუქტურული ცვლილებების შესახებ: სტრუქტურული ცვლილებების მიზეზები და შედეგები გლობალურ ეკონომიკაში“ ერთ-ერთი თანაავტორია.

მისი თანაავტორობით მომზადებულია თავი: "Three Barriers to Structural Changes and Catch-up by the Latecomers", რომელიც მოიცავს ანალიზს ინოვაციისა და განვითარების კვლევებში სტრუქტურული ცვლილების როლის შესახებ.

დეტალური ინფორმაცია წიგნის შესახებ - https://bit.ly/3B88gVm

ვონკიუ შინის შესახებ

ვონკიუ შინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის მკვლევარია და ასწავლის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის სკოლაში.

2016-2019 წლებში იგი იყო კვლევების განყოფილების წარმომადგენელი კორეის განვითარების ინსტიტუტის საერთაშორისო განვითარების ცენტრში, სადაც ახორციელებდა საკონსულტაციო საქმიანობას ვაჭრობისა და განვითარების კუთხით კორეის მთავრობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორისათვის

ასევე მუშაობდა საერთაშორისო ეკონომიკური ჟურნალის (IEJ) ასოცირებულ რედაქტორად, კორეის საერთაშორისო ეკონომიკური ასოციაციის (KIEA), კორეის სავაჭრო და სამრეწველო კვლევების ასოციაციისა (KATIS) და კორეის მდგრადი განვითარების მიზნების (K-SDGs) ეროვნული კომიტეტის წევრად.

ვონკიუ შინის კვლევები იბეჭდება წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში, რომლებიც ასახავენ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიებს გლობალური ეკონომიკის, ეკონომიკური განვითარების, გლობალური ვაჭრობისა და გლობალური ვაჭრობის სფეროებში  https://bit.ly/2Trbtyj

ვონკიუ შინს დოქტორის ხარისხი მიენიჭა 2015 წელს სეულის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში საერთაშორისო კომერციის მიმართულებით.  

2021 წელი

ბანერები