ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტი „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა იწყებს პროექტს „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ“, რომელიც მსმენელს საშუალებას მისცემს სამეცნიერო პოპულარული ენით მოისმინოს საჯარო ლექციები თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საინტერესო თემაზე. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. განხილული თემები განსაკუთრებით საინტერესო იქნება უფროსკლასელთათვის. 

დისტანციური შეხვედრები  კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ტექნოლოგიის სკოლის ფეისბუქგვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა. 

განრიგი

_____________________________________________________________________________________________

თემა: რა შეუძლიათ რობოტებს

მომხსენებელი: ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ტექნოლოგიის სკოლის პროფესორი კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით

დრო: 15 აპრილი, 19:00 საათი 

ვრცლად: https://bit.ly/3g7pV7K

_____________________________________________________________________________________________

თემა: როგორ შენდება სამყარო?

მომხსენებელი: ვახტანგ ბალავაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის პროფესორი სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით

დრო: 19 აპრილი, 19:00 საათი 

ვრცლად: https://bit.ly/3tvlWpa

_____________________________________________________________________________________________

თემა: დიდი მონაცემების ანალიტიკა

მომხსენებელი: ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით

დრო: 22 აპრილი, 19:00 საათი 

ვრცლად: https://bit.ly/2Qbkiee

_____________________________________________________________________________________________

თემა: ინოვაციური ტექმეწარმეობა 

მომხსენებელი: დავით ჩეჩელაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი მეწარმეობის მიმართულებით, კომპანიის Xpand ვიცე-პრეზიდენტი

დრო: 26 აპრილი, 19:30 საათი 

ვრცლად: https://bit.ly/3sE0Wvi

_____________________________________________________________________________________________

თემა: ლაზერების მეცნიერება 

მომხსენებელი: გიორგი ვეშაპიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის პროფესორი ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით

დრო: 29 აპრილი, 19:00 საათი 

ვრცლად: https://bit.ly/32QPx0D

_____________________________________________________________________________________________

თემა: ინჟინერია გარემოს მართვისთვის

მომხსენებელი: მიხეილ ელაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გეოფიზიკის მიმართულებით

დრო: 6 მაისი, 19:00 საათი 

ვრცლად: https://bit.ly/2QZVsht

_____________________________________________________________________________________________

თემა: მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები

მომხსენებელი: შოთა ცისკარაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის პროფესორი მიმართულებით.

დრო: 10 მაისი, 19:00 საათი 

ვეცლად: https://bit.ly/3bOcC9b

_____________________________________________________________________________________________

თემა: ჩეთბოტი – ადამიანის ენობრივი ასლი

მომხსენებელი: სანდრო ასათიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბისნეს ადმინისტრირების მიმართულებით.

დრო: 13 მაისი, 19:00 საათი

ვრცლად: https://bit.ly/3bMOzYe

_____________________________________________________________________________________________

დრო: ორშაბათი, ხუთშაბათი, 19:00 საათი 

ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიის სკოლის ფეისბუქგვერდი

 

2021 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები