ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

PR TALKS PR TALKS – გია ჭანტურიას საჯარო ლექცია და დისკუსია

ღონისძიებები

20 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება მეორე შეხვედრა ილიაუნის PR Talks-ისა, რომელზეც ცნობილი სპიკერები, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სამთავრობო სტრუქტურების პროფესიონალები ილაპარაკებენ კრიზისის დროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სირთულეებსა და კონკრეტულ კამპანიებზე, რომლებიც განახორციელეს 3 მიმართულებით: კრიზისის პრევენცია, კრიზისული კომუნიკაცია და ზიანის შემცირება, იმიჯისა და რეპუტაციის აღდგენა.

შეხვედრები გაიმართება ყოველკვირა, 19:00 საათზე. აუდიტორიას ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინოს სპიკერებს, რომლებიც განიხილავენ ქართულ ქეისებს, რომელთა შესახებ ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი არ არის.

შეხვედრების შემდეგ გაიმართება დისკუსიები.

კამპანია / თემა

შეხვედრაზე განხილული იქნება 2 ქეისი – კრიზისი კერძო სექტორში, საქართველოში წამყვანი მობილური ოპერატორის ერთ-ერთი ბრენდის არასწორად დაწყებული PR და ლანჩინგი და როგორ მიმდინარეობდა დაშვებული შეცდომების გამოსწორება.
რა გვიჯდება შეცდომების გამოსწორება? რა სტრატეგია და ტაქტიკა გამოიყენეს კრიზისის დასაძლევად? – ამ საკითხებზე ისაუბრებს სპიკერი გია ჭანტურია გამოსვლის პირველ ნაწილში. მეორე ნაწილი მიეძღვნება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს და ამ კრიტიკულ ვითარებაში მიმდინარე საინფორმაციო ომს, რომლის მთავარი ამოცანა იყო საზოგადოების დაყოფა, მისი დემორალიზება და დეზორიენტირება. როგორ მუშაობდა ნაციონალური მედია ამ ვითარებაში? როგორ იგერიებდა და ანეიტრალებდა რუსულ პროპაგანდას და რას სთავაზობდა საქართველოს მოსახლეობას ამის სანაცვლოდ? 

დასასრულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, სპიკერს დაუსვან შეკითხვები და გამართონ დისკუსია.

სპიკერის შესახებ

გია ჭანტურია სარეკლამო კომპანია Centuria Film Production-ის დამფუძნებელი და დირექტორია. 2008-2009 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო 2009-2012 წლებში – ამავე მაუწყებლის გენერალური დირექტორი. პროფესიით რეჟისორს, ფილოლოგსა და სცენარისტს, მედიაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით შეიქმნა არაერთი მედიაპროდუქტი და გადაცემა. 

დრო: 20 იანვარი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია

დასწრება თავისუფალია.

ბანერები