ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება 2019 -2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე: 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 

  • ბიზნესის ადმინისტრირება –3 ვაკანტური ადგილი

  • ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი – 2 ვაკანტური ადგილი

  • განათლება – 7 ვაკანტური ადგილი 

  • მათემატიკა – 4 ვაკანტური ადგილი 

გაითვალისწინეთ: სადოქტორო პროგრამაზე –„ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“– მიღება ცხადდება მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით და პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის კვალიფიკაცია (სადოქტორო პროგრამის აღწერა იხილეთ აქ). 

პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2019 წლის 25 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე, ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: phd_bte@iliauni.edu.ge 

გაითვალისწინეთ: 

  • დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა დოკუმენტები უნდა გამოგზავნოს ერთხელ, ერთ საქაღალდედ აკინძული, PDF ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის საბუთები არ განიხილება; 

  • მიღებას ადასტურებს და საიდენტიფიკაციო კოდს ანიჭებს ფაკულტეტის წარმომადგენელი;

რეგისტრაციისათვის გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

  1. სააპლიკაციო ფორმა (ბიზნესის ადმინისტრირება, ჯანდაცვა და მათემატიკა; განათლება);

  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  3. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ან არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი (რომელიც გათანაბრებული უნდა იყოს მაგისტრის ხარისხთან), ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის. 

შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ; 

  1. ავტობიოგრაფია (CV);

  2. ფოტოსურათი 3x4;

  3. სადოქტორო კვლევის განაცხადი (ბიზნესის ადმინისტრირება; განათლება; მათემატიკა - კვლევის განაცხადი და თანხმობის ფორმა; ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი), რომელიც ხელმოწერილი იქნება პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ; 

გაითვალისწინეთ: რეგისტრაციისათვის დოქტორანტს წინასწარ უნდა ჰყავდეს შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც კვლევითი განაცხადის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურებს თანხმობას ხელმძღვანელობის შესახებ 

(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი მათი სამეცნიერო/კვლევითი ინტერესების მითითებითა და მიმართულებების მიხედვით იხილეთ აქ);

  1. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის არჩეევის შემთხვევაში, თუ კანდიდატი ფლობს სხვა მიმართულებით (არა ეკონომიკასა და/ან ბიზნესის ადმინისტრირებაში) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს, უნდა წარმოადგინოს 7-წლიანი მენეჯერული გამოცდილების ან GMAT-ის (ქულა - მინიმუმ 550) დამადასტურებელი ცნობა.

  2. ჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამის არჩევის შემთხვევაში, თუ კანდიდატი ფლობს სხვა მიმართულებით (არა ჯანდაცვაში) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს, უნდა წარმოადგინოს 7-წლიანი მენეჯერული გამოცდილებისა და GMAT-ის (ქულა - მინიმუმ 550) დამადასტურებელი ცნობა.

  3. აპლიკანტი ინგლისური ენის გამოცდისაგან გათავისუფლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოადგენს ინგლისური ენის სერტიფიკატს ქვემოთ მოცემული პროგრამული მოთხოვნების შესაბამისად ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს.

გაითვალისწინეთ: უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს აღიარების დოკუმენტიც. სხვა შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია გამოცხადდეს ინგლისური ენის გამოცდაზე.

წარმოსადგენი სერტიფიკატების ჩამონათვალი სადოქტორო პროგრამების მიხედვით:

ა) ბიზნესის ადმინისტრირება 

ინგლისური ენის ტესტისგან თავისუფლდებიან კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ C1 დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელ ერთ-ერთი საერთაშორისო გამოცდის ჩაბარების შედეგად მიღებულ სერტიფიკატს: კემბრიჯის გამოცდები: IELTS – Bands 7-8; CAE - Grades B and C; FCE - Grade A; CPE - Grade C; BEC Vantage - Grade A; BEC Higher - Grades B and C; ILEC - C1 and C1 with Merit; TOEFL: iBT 94-110; PBT 587-637; CBT 240-270; Pearson tests: PTE General level - 4 76-84; PTE Academic 75 overall; TOEIC ETS® Educational testing Service - score 880, BULATS 75-90 ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს.

ბ) მათემატიკა 

ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ვალიდური TOEFL, IELTS, FCE), რომლის გამსვლელი ზღვარი დგინდება მიღების გამოცხადების წინ ფაკულტეტის საბჭოს მიერ; ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე.

გ) განათლება

ინგლისური ენის ტესტისგან თავისუფლდებიან კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატიდან ერთ-ერთს (TOEFL(P/B მინიმუმ 513 points; I/BT მინიმუმ 65 points); IELTS (მინიმუმ 5.5 points); FCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამის ვალიდურ სერტიფიკატს-Certus, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე.

დ) ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი

ინგლისური ენის ტესტისგან თავისუფლდებიან კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატს (TOEFL (P/B 513-547 score; I/BT 87-109 score); IELTS (5.5-6 Band); FCE; BEC Vantage; PTE (General level 3); PTE Academic (59-75p); Michigan ECCE).


მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში

დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე პირებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ზემოაღნიშნული ვალიდური დოკუმენტები), ინგლისური ენის C1 და B2 დონეზე ცოდნის დასადასტურებლად წერილობითი გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ 2019 წლის 11 დეკემბერს, ინფორმაცია საგამოცდო აუდიტორიისა და დროის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში ,,სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“ 2019 წლის 10 დეკემბერს.

  • ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე ინგლისური ენის C1 დონის გამოცდის ბარიერია 65 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;

  • ჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამაზე ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის ბარიერია 65 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;

  • განათლების სადოქტორო პროგრამაზე ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის ბარიერია 70 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;

  • მათემატიკის სადოქტორო პროგრამაზე ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის ბარიერია 50 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას;

 

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2019 წლის 13 დეკემბრისა უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ინგლისური ენის საგამოცდო ტესტების ნიმუშები იხილეთ აქ C1 დონის ტესტის ნიმუშიB2 დონის ტესტის ნიმუში

აპლიკანტებს ინგლისური ენის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა შეეძლებათ 2019 წლის 16-17 დეკემბერს (10:00-დან18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5).

ინგლისური ენის საბოლოო შედეგები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებითა და აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2019 წლის 19 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

გაითვალისწინეთ: ინგლისური ენის გამოცდის ქულა არ განსაზღვრავს აპლიტანტის საბოლოო რეიტინგულ ქულას. რეიტინგული ქულის გამოთვლა ხდება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის ქულათა გათვალისწინებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ვერ გადალახავს ინგლისური ენის გამოცდის ბარიერს, იგი ეთიშება მისაღები კონკურსის შემდეგ ეტაპებს. 

მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი პროექტის განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს წინასწარ განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია (სადოქტორო კვლევითი პროექტის შეფასების ფორმა იხილეთ აქ - ბიზნესის ადმინისტრირება; განათლება; ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი; მათემატიკა). 

სადოქტორო კვლევითი პროექტის მაქსიმალური შეფასებაა 5 ქულა, ხოლო მინიმალური ზღვარია 3 ქულა.

გაითვალისწინეთ: თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით პროექტს შესაბამისი დარგობრივი კომისია შეაფასებს 3-ზე ნაკლები ქულით, იგი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით განთავსდება 2019 წლის 20 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

აპლიკანტებს სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასების შედეგებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა შეეძლებათ 2019 წლის 23-24 დეკემბერს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5).

სადოქტორო კვლევის განაცხადის შეფასებები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებითა და აპელაციის შედეგების გათვალისწინებით დაიდება 2019 წლის 26 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და მათი სადოქტორო კვლევის განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით, გაივლიან ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე (ზეპირი გამოცდის შეფასების ფორმა იხილეთ აქ - ბიზნესის ადმინისტრირებაგანათლებაჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი; მათემატიკა) და შეფასდებიან წინასწარ განსაზღვრული წესის მიხედვით. ზეპირი გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 5 ქულა, ხოლო მინიმალური ზღვარია 3 ქულა. 

გაითვალისწინეთ: თუ კანდიდატი შესაბამისი დარგობრივი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, იგი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

ზეპირი გამოცდა დარგობრივი კომისიის წინაშე ჩატარდება 2020 წლის 9 და 10 იანვარს. 

აუდიტორიისა და დროის შესახებ ინფორმაცია დაიდება 2019 წლის 27 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.


ზეპირი გამოცდის შედეგები საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება არა უგვიანეს 2020 წლის 15 იანვრისა უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

აპლიკანტებს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა შეეძლებათ 2020 წლის 16 და 17 იანვარს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5). კანდიდატებს, რომლებიც წარმოადგენენ საპრეტენზიო განაცხადს ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, ზეპირი გამოცდა გაიარონ შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისიის წინაშე. ზემოაღნიშნული მიზნით, განმეორებითი ზეპირი გამოცდა ჩატარდება 2020 წლის 22 იანვარს. აუდიტორიისა და დროის შესახებ ინფორმაცია დაიდება 2020 წლის 20 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით და ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით გამოქვეყნდება 2020 წლის 24 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სწავლა/დოქტორანტურა/მიღება დოქტორანტურაში“.

ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2020 წლის 27-28 იანვარს E302 ოთახში (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5).

გაითვალისწინეთ:
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას ადგილზე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ვაშლი ან, იმ შემთხვევში თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი სადოქტორო პროგრამის მოთხოვნის მიხედვით ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ დონეს; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიპლომის ნამდვილობა დადასტურებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის); 

ვ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულების აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

ზ) 7-წლიანი მენეჯერული გამოცდილების ან/და GMAT (ქულა -მინიმუმ 550) დამადასტურებელი ცნობა (მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირებისა და ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხ კანდიდატთათვის).


დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროექტების მენეჯერს, თამარ თაყაიშვილს. 

მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ოთახი E302

ტელ.: (+995 32) 222 00 09 (181)

ელფოსტაphd_bte@iliauni.edu.ge

ბანერები