ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია

ღონისძიებები

11 სექტემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში გაიმართება ღია კარის დღე, რომელზეც შედგება მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია. 

პროგრამის მიზანია, მოამზადოს საბაზო და საშუალო საფეხურის (უცხო ენების მასწავლებლის მიმართულების შემთხვევაში – დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის) მასწავლებელი, რომელსაც ექნება შესაბამისი საგნის სწავლებისათვის საჭირო თანამედროვე ცოდნა და პრაქტიკული უნარები. 

არსებული კანონმდებლობის თანახმად, ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირისთვის, რომელსაც დიპლომის მიხედვით არ აქვს მასწავლებლობის უფლება, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით გავლა უმოკლესი გზაა მასწავლებლის პროფესიის მისაღებად. 

პროგრამას სრულად აფინანსებს სახელმწიფო გამოცხადებული კვოტების შესაბამისად. 

პროგრამაზე ჩარიცხვისა და პროგრამის შინაარსის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით ღია კარის დღეზე. 

დრო: 11 სექტემბერი, 17:00 საათი 
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5)


ბანერები