ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების ხელშეწყობისათვის

ახალი ამბები

მიმდინარე წლის 20-22 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ერამუს +-ის პროექტ ,,კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების ხელშეწყობისათვის მასწავლებელთა მომზადების პროგრამებში ისრაელსა და საქართველოში“ მონიტორინგის ჯგუფის წევრები - კენტერბერის ქრისტიანული ეკლესიის  უნივერსიტეტის პროფესორები ლინდენ ვესტი და ალან ბეინბრიჯი, ასევე პროექტის გარე დამკვირვებელი მი ფონგ ლი. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პროექტში ჩართულ ბიზნესის, ტენოლოგიისა და განათლების ფაკულტეტთან არსებული განათლების სკოლის აკადემიურ პერსონალთან. 

შეხვედრების დროს მხარეები გაეცნენ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას და გამოკვეთეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი და მნიშვნელობა პროექტის წარმატებით განვითარებასა და განხორციელებაში.

ბანერები