ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის სტუდენტური კლუბის IEEE წევრები Impact Hub Tbilisi-ის პროგრამის SOCIAL IMPACT AWARD 2021 წლის გამარჯვებულთა შორის

ახალი ამბები

CosmoTronix 2021 წლის Impact Hub Tbilisi-ს პროგრამის SOCIAL IMPACT AWARD გამარჯვებულია. 

CosmoTronix შემეცნებით-გასართობი სამაგიდო თამაშია, რომელიც ბავშვებს გართობასთან ერთად საინტერესო სიუჟეტითა და დავალებებით შეასწავლის ელექტრული ინჟინერიის საფუძვლებს. იხილეთ ვიდეო: https://bit.ly/3mqep93

CosmoTronix-ის ორი თანადამფუძნებელი, ლიზი შარიქაძე და ანა გოგელია, ილიაუნის IEEE-ის სტუდენტური კლუბის წევრები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ პროგრამაზე სწავლობენ ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით. გუნდის დანარჩენ წევრებს, დავით გოგიასა და შალვა გაგნიძეს,რობოტიკისა და ელექტრონიკის სწავლების დიდი გამოცდილება აქვთ. 

გუნდს ახალგაზრდებში ელექტრონიკის სწავლების პრობლემის აღმოფხვრა სურდა, ასე დაიბადა CosmoTronix-ის იდეა. ახალგაზრდებმა შექმნეს სამაგიდო თამაში,რომლსაც სახალისოსთან ერთად შემეცნებითი მიზანი აქვს. 

SOCIAL IMPACT AWARD (SIA) შესახებ:

SIA, სოციალური მეწარმეობის მიმართულების პროგრამა,15 ქვეყანაში ერთობლივად  ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამის მონაწილეები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ საშუალებას აძლევთ რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

პროგრამა ხორციელდება იმპაქტ ჰაბ თბილისის, სტარტაპერის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) პროგრამის მხარდაჭერით.

2021 წელი

 

ბანერები