ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის საინჟინრო სკოლა გოგოებისათვის GRACE HOPPER AWARD პროგრამის სამ ფინალისტს შორის მოხვდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლა GRACE HOPPER AWARD პროგრამის ან პროექტისთვის განკუთვნილ კატეგორიაში სამ ფინალისტს შორის მოხვდა. 

პროგრამებისთვის განკუთვნილი ჯილდო ენიჭება პროგრამას, პროექტს ან საზოგადოების ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს გოგოებისა და ქალების ტექნიკურ მონაწილეობას უნარ-ჩვევების განვითარების, სარეკლამო კამპანიის ან სხვა სახით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლის მთავარი მიზანია, გოგოები დააინტერესოს ტექნიკური და საინჟინრო დარგებით, დაეხმაროს, აირჩიონ საინჟინრო კარიერა ამ დარგში წარმატებულ ქალთა მენტორობით, რაც ითვალისწინებს კოდირების, ინჟინერიის სწავლებასა და სახალისო კონკურსებში მონაწილეობას.

სკოლა უკვე 5 ნაკადად ჩატარდა და მას 150 კურსდამთავრებული გოგო ჰყავს, რომელთაგან 100 თბილისის, ხოლო 50 რეგიონის სკოლების მოსწავლეები არიან.

2021 წელი

ბანერები