ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის პროგრამირების კლუბი:ფუნქციური პროგრამირების საფუძვლები JavaScript-ის მაგალითზე

ღონისძიებები

22 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის პროგრამირების კლუბის ყოველკვირეული შეხვედრების სერიის ფარგლებში განვიხილავთ ფუნქციური პროგრამირების საფუძვლებს JavaScript-ის მაგალითზე.

შეხვედრის თემა: ფუნქციური პროგრამირების საფუძვლები JavaScript-ის მაგალითზე

მოხსენების თემები:

  • ფუნქციური პროგრამირების მოკლე ისტორია;
  • წმინდა ფუნქცია;
  • მაღალი რანგის ფუნქცია;
  • ქარინგი / Currying;
  • ზოგიერთი სასარგებლო ოპერატორი მასივის დასამუშავებლად (რუკა, გაფილტვრა, შემცირება, დახარისხება);
  • მონაცემის მოწოდების პირობა JavaScript-ში (Promise);
  • კითხვები.

ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე ინტერაქტიულად გავივლით მარტივ მაგალითებს პროგრამა JavaScript-ში.

მომხსენებლის შესახებ

ლევან როინიშვილი, კომპანია Le One-ის დამფუძნებელი, სხვა კომპანიებს კონსულტაციას უწევს რთული ინტერნეტაპლიკაციების აწყობაში.

კომაროვის სკოლისა და თსუ-ის მათემატიკის ფაკულტეტის დასრულების შემდგომ, 1998-2000 წლებში, ლევანმა სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა განაგრძო Muskie-ის სტიპენდიით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჯერ მუშაობდა პროგრამისტად მიკროსაფინანსო ბანკში, შემდეგ – ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია OPM-ის პროექტში, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის რეფორმის გატარებაში ეხმარებოდა. Სწორედ აქ გაიარა გზა საინფორმაციო ტექნოლოგიების მრჩევლის პოზიციიდან მენეჯმენტის ტრენერამდე. შემდეგ ასწავლიდა შუა აზიის ამერიკულ უნივერსიტეტში. დღეს ცხოვრობს და მუშაობს დიდ ბრიტანეთში და კონსულტანტია დიდი ინტერნეტაპლიკაციების შექმნის დარგში.

დრო: 22 დეკემბერი, 19:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია წინასწარი რეგისტრაციით

რეგისტრაციის ფორმა: https://forms.gle/QJXqAQUhyY9A5nmy9

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 22 დეკემბერი, 18:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, Zoom და FB Live (შეხვედრის ბმულს შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მიიღებთ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მეილზე)

2021 წელი

 

ბანერები