ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის პროგრამირების კლუბი: როგორ გავხდე ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის პროგრამირების კლუბი პროგრამირებით დაინტერესებულებისთვის წარმოგიდგენთ შეხვედრების ყოველკვირეულ სერიას.

24 ნოემბრის შეხვედრის თემაა „როგორ გავხდე ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი“.

მომხსენებელი ლევან ცინაძე, MaxinAI-ის AI მიმართულების ხელმძღვანელი, Eyeo-ს მანქანური სწავლების ინჟინერი, მათემატიკოსი ტოპოლოგიის მიმართულებით.

ლევან ცინაძეს აქვს გამოცდილება ბუნებრივი ენის დამუშავებისა (NLP) და კომპიუტერული ხედვის (Computer Vision) მანქანური სწავლების მოდელირებასა და მიდგომებში, ასევე პაკეტების – Scikit-learn, PyTorch, TensorFlow, Apache Hadoop, Apache Spark და HBase-ისა და სისტემების გამოყენებაში.

შეხვედრის დრო: 24 ნოემბერი, 19:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

რეგისტრაცია: https://forms.gle/TqQ4bZqUnN8fLMSn7

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 24 ნოემბერი, 18:00 საათი

შეხვედრის ადგილი: Zoom და FB Live

რეგისტრაციაში მითითებულ ელფოსტის მისამართზე გაიგზავნება შეხვედრის ბმული. 

დასწრება თავისუფალია.

2021 წელი

ბანერები