ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის პროგრამირების კლუბი: POV-Ray Raytracer – პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტი 3D გრაფიკის დასაპროგრამებლად

ღონისძიებები

15 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის პროგრამირების კლუბისყოველკვირეული შეხვედრების სერიის ფარგლებში გიწვევთ თემის განხილვაზე: „POV-Ray Raytracer – პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტი 3D გრაფიკის დასაპროგრამებლად“.

მოხსენების თემები:

  • ფოტორეალისტური CG სცენის პროგრამირება;
  • პარამეტრული მოდელირება;
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია.

მომხსენებლის შესახებ

გიორგი ფარცხალაძე ასოცირებული პროფესორია კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით (კომპიუტერული გრაფიკა, პროგრამირება).

ი. ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დასრულების შემდეგ მან ჩააბარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სწავლა სადოქტორო სტიპენდიით გერმანიაში განაგრძო. 1997-2005 წლებში მუშაობდა ჩეხეთში, სილეზიის უნივერსიტეტში. ამავე დროს კითხულობდა ინფორმატიკას, კომპიუტერულ გრაფიკას, ალგორითმებსა და მონაცემთა სტრუქტურებს.

2005 წელს გიორგი საქართველოში დაბრუნდა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუშაობს.

დრო: 15 დეკემბერი, 19:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

რეგისტრაციის ფორმა: https://forms.gle/nroWLRGxXLfpDSwD6

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 დეკემბერი, 18:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, Zoom და FB Live (შეხვედრის ბმულს შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მიიღებთ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მეილზე)

2021 წელი

 

ბანერები