ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის პროგრამირების კლუბი: გზა Meta-ში სტაჟირებამდე

ღონისძიებები

19 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის პროგრამირების კლუბის ყოველკვირეული შეხვედრების სერიის ფარგლებში კომპანია Meta-ში გიწვევთ სტაჟირების შესაძლებლობის შესახებ სასაუბროდ.

შეხვედრის თემა: გზა Meta-ში სტაჟირებამდე

მოხსენების თემები

  • როგორ მოვხვდეთ აშშ-ში სასწავლებლად;
  • სწავლის პროცესი აშშ-ის ტოპუნივერსიტეტში;
  • რატომ პროგრამირება;
  • რატომ Meta;
  • აპლიკაციის გაგზავნის პროცესი;
  • რეკრუტირების პროცესი;
  • შეთავაზების დეტალები;
  • გეგმები.

მომხსენებლის შესახებ

ლუკა ბუსკივაძე Vanderbilt University-ის სტუდენტი და Meta-ს სტაჟიორია.

მან 2020 წელს დაამთავრა კომაროვის სკოლა და სწავლა განაგრძო ვანდერბილტის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით (ჯამში 324 000$) კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით. 19 წლის ლუკა ახლა მეორე კურსზეა და 2022 წლის ზაფხულიდან სტაჟირებას გაივლის კომპანია Meta-ს კალიფორნიის ოფისში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციაზე.

დრო: 19 იანვარი, 19:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება: თავისუფალი, წინასწარი რეგისტრაციით

რეგისტრაციის ფორმა: https://forms.gle/ke8G7S4HNH45eyVPA

რეგიტრაციის ბოლო ვადა: 19 იანვარი, 18:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, Zoom და FB Live (შეხვედრის ბმულს შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მიიღებთ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მეილზე)

2022 წელი

 

ბანერები