ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის პროგრამირების კლუბი: აბსტრაქციის ხელოვნება

ღონისძიებები

8 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის პროგრამირების კლუბის ყოველკვირეული შეხვედრების სერიის ფარგლებში, გიწვევთ კომპანია Ozorix-ის თანადამფუძნებელთან და ტექნიკურ დირექტორთან, დავით ნადარაიასთან შეხვედრაზე.

შეხვედრის თემა: აბსტრაქციის ხელოვნება

განვიხილავთ კომპიუტერული მეცნიერებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - აბსტრაქციას - ყველაზე დაბალი დონის CPU ოპერაციებიდან, მაღალი დონის არქიტექტურულ გადაწყვეტილებებამდე.

ვისაუბრებთ შემდეგ თემებზე:

  • აბსტრაქციის განმარტება კომპიუტერულ მეცნიერებაში;
  • პროგრამირების პარადიგმები (OOP, FP);
  • აბსტრაქციის დონეები;
  • დიზაინის პატერნები;
  • თანამედროვე არქიტექტურული პატერნები;
  • აბსტრაქციის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

მომხსენებლის შესახებ

დავით ნადარაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების მოწვეული პროფესორი, 2004 წლიდან კომპანია Ozorix-ის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი.

დავითი ფლობს ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს CAD/CAM სისტემების დარგში და აქვს პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში მოღვაწეობის 27 წლიანი გამოცდილება. კომერციულ პროექტებთან ერთად თანამშრომლობდა, როგორც კონსულტანტი, სხვადასხვა სამეცნიერო ორგანიზაციებთან, როგორიც Institute of Advanced Study / Collegium Basilea (შვეიცარია) მონაცემთა მეცნიერების და კომპიუტერული მოდელირების მიმართულებით და  ა. ჩიქობავას სახელობის ლინგვისტიკის ინსტიტუტი (საქართველო) ქართული ენის დიალექტების კორპუსის განვითარების და ბუნებრივი ენის დამუშვების მიმართულებით.

დრო: 8 დეკემბერი, 19:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება: თავისუფალი, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე

რეგისტრაციის ფორმა: https://forms.gle/E4FUYC37cWijsc4D6

რეგიტრაციის ბოლო ვადა: 8 დეკემბერი, 18:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, Zoom და FB Live (შეხვედრის ბმულს შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მიიღებთ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მეილზე)

2021 წელი

ბანერები