ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნი EBN-ის წევრი გახდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ქართული ორგანიზაციაა, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო ინოვაციური ქსელის, EBN-ის წევრი გახდა.

EBN (European Business and Innovation Centre Network) აერთიანებს 140 EU | BIC სერტიფიცირებულ ბიზნესს, ინოვაციურ ცენტრებსა და 40 ორგანიზაციას, რომლებიც მხარს უჭერს მეწარმეების, დამწყები, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

ქსელის წევრობა უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს დახვეწოს სამეწარმეო-საგანმანათლებლო პროგრამები, შექმნას ინოვაციებზე დაფუძნებული სერტიფიცირებული საინკუბაციო პროგრამა, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ჩაერთონ ევროპულ სამეწარმეო პროექტებში, სერტიფიცირებულ საინკუბაციო პროგრამებში გამოიყენოს კვლევის კომერციალიზაცია და საქართველო ღირსეულად წარმოადგინოს ინოვაციური ცოდნის გაზიარებისა და საერთაშორისო კოლაბორაციის მასშტაბურ ევროპულ პლატფორმაზე.  

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://bit.ly/3ufRbF2

2021 წელი

ბანერები