ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის საინჟინრო პროგრამების სტუდენტები IEEE-ის წევრები გახდნენ

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის 22 სტუდენტი 5 პროფესორთან ერთად მსოფლიოს უმსხვილესი პროფესიულ-ტექნოლოგიური ორგანიზაციის წევრი გახდა. 

IEEE ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროფესიული ორგანიზაციაა მსოფლიოში ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ფართო ქსელი 400 000-ზე მეტი ინჟინრის შემადგენლობით მნიშვნელოვანი სივრცეა თანამშრომლობისთვის, იდეების გაზიარებისა და საინჟინრო-ტექნოლოგიური სფეროს ცვლილებებისთვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები აქტიურად ითანამშრომლებენ ამ ორგანიზაციასთან, მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციებში, შეხვედრებსა და კონკურსებში, რაც საფუძველს მისცემს ახალ ტექნოლოგიურ იდეებსა და წამოწყებებს საქართველოში.

Შეგახსენებთ, რომ IEEE აერთიანებს 419,000 წევრს 160-ზე მეტი ქვეყნიდან. IEEE-ის მიზანია სამეცნიერო გამოცემების, კონფერენციების, ტექნოლოგიური სტანდარტების, პროფესიული და საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ ინოვაციებისა და გლობალური ჩართულობის საფუძველზე. 

ტექნოლოგიების სკოლის საუკეთესო სტუდენტებმა, რომელთაც IEEE-ის წევრობისთვის დაფინანსება უნივერსიტეტისგან მიიღეს, ქსელში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა ეტაპი წარმატებით გაიარეს.

 

#IEEEIliauni #ISUTechSchool 

ბანერები