ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გიორგი აბაშიშვილის საავტორო ტრენინგკურსი „მართვა და სწავლება“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით გაიმართება ტრენინგკურსი „მართვა და სწავლება“, რომელიც შეეხება მენეჯმენტის, ლიდერობის, ბიზნესის, ეკონომიკის პრინციპებსა და სწავლების მეთოდებს. თითოეული კურსი მოიცავს ოთხს საათს, რომელიც 4 დღეზე განაწილდება.

აღნიშნული კურსი განკუთვნილია ბიზნესის სკოლის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისთვის.

ინტენსიური კურსი 2 ეტაპისაგან შედგება, კერძოდ:

პირველი ეტაპი: სტუდენტები გაივლიან ლიდერობის და სწავლების მეთოდების ინტენსიურ კურსს და ტრენერთან ერთად შექმნიან ორ მოკლე სასწავლო პროგრამას:

  • ,,ბიზნესისა და ეკონომიკის საფუძვლები"
  • ,,მენეჯმენტისა და ლიდერობის საფუძვლები"

მეორე ეტაპი: კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები „ბიზნესის საკვირაო სკოლის“ ფარგლებში საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ჩაუტარებენ ტრენინგებს მათ მიერვე შექმნილი კურსებით.

ტრენერის შესახებ

გიორგი აბაშიშვილი არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მიმდინარე წლის აპრილიდან. ამავდროულად, არის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ეროვნული კონსულტანტი საქართველოში და მუშაობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი მართვისა და განვითარების მიმართულებით. 2009 წლიდან კითხულობდა ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. 2014 წლიდან იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში და 2015-2018 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

იმისათვის, რომ გახდე კურსის მონაწილე, ამა წლის 16 აპრილის 18:00 საათამდე უნდა დარეგისტრირდე ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა

ბანერები