ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ელექტრონიკის საწყისების ონლაინ კურსი მოსწავლეებისთვის

ღონისძიებები

24 თებერვლიდან ფაბლაბ ილიაუნი  მოსწავლეებისთვის იწყებს „ელექტრონიკის საწყისების“ ონლაინკურსს, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, მიიღონ საბაზისო ცოდნა ელექტრონიკაში, რაც მომავალში  მიკროკონტროლერების გამოყენებით პროექტების შესრულებისთვისგამოადგებათ.

 პროექტი გაგრძელდება 12 კვირის განმავლობაში. მონაწილეები შეისწავლიან:

  • ანალოგური და ციფრული ელექტრონიკის საწყისებს;
  • ძირითადი ელექტრონული კომპონენტების მუშაობის პრინციპებს;
  • ელექტრონულ  სქემებში მიმდინარე ფიზიკურ მოვლენებსა და კანონებს;
  • ელექტრონული კომპონენტების შეერთების ტიპებს;
  • ელექტრონული წრედების ლოგიკურ ელემენტებს.

სწავლების პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც სრულდება ვირტუალურად TinkerCad გარემოში.

► ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

კურსი განკუთვნილია IX-XII კლასების  მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2021 წლის 20 თებერვლისა.

► სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/WZsLkqfUqfjM53sE8

კურსის ჩატარების დრო: 24 თებერვალი, ოთხშაბათი,18:00 საათი

შეხვედრის ხანგრძლივობა: 1, 5 საათი

 

ბანერები